Litclub.ge

მხატვარი
მოჰყვებოდა აღმართს,
მზე უჭრიდა თვალებს,
ემჩნეოდა დაღლა
სხივით მოელვარეს.
გავაჩერე, ვკითხე:
რად ხარ ასე მწყრალი?
მომაჩერდა, ვით ტყვე
შვლის ნუკრივით მფრთხალი.
შენ სხვას ხატავ, ანგელოზო,
თვითონ დასახატი ხარ,
ამ ქუჩაზე მაგ ფუნჯებით
მითხარ, რატომ დადიხარ.
რად ვერ ჰპოვე გულის სწორი,
შენებრ ცისფერ თვალებით,
რომ დილიდან საღამომდის
ამ გზით დაიარები.
გამომიტყდა წამსვე:
ვეუფლები ხატვას
და ამ ხიდზე გამვლელს
ფუნჯით ფერებს ვატან.
ვეძებ, ვეძებ, ვეძებ,
მეძებს, მეძებს, მეძებს,
მე უმისოდ, ის კი _
უჩემობით ვერ ძლებს.
სხვას რად ხატავ, ანგელოზო,
თვითონ დასახატი ხარ,
მეც შენსავით დარდიანი
ქუჩა-ქუჩა დავდივარ.
ვერც მე ვპოვე გულის სწორი,
მოალერსე თვალებით,
და დილიდან საღამომდის
ამ გზით დავიარები.