Litclub.ge

*** "მთვარე სათოვლად დადის ყანებზე"
სესილია თაყაიშვილს
მთვარე სათოვლად დადის ყანებზე,
ბუხარში ჯირკი იწვის და ღვივის...
და კარღიაში, სველ სოხანეზეც
შემოდის ჩრდილი გამხმარი ბიის...
და იმავ ჩრდილით საკმაოდ გვიან,
როცა ბუხრის წინ ბებერი ხვნეშის,
შეტორტმანდება გამხმარი ბია,
რომ ჩრდილთან ერთად ჩაიწვას ცეცხლში...
გამოიხურავს ბებერი კარებს
და ჩრდილს ძაღლივით გააგდებს გარეთ.