Litclub.ge

ჩემო მერცხალო...
ისევ მოფრინდი, ჩემო მერცხალო?
ისევ გაცდუნეს ამ მთა-გორებმა?
ან შენ, დედულო, ზამთრით შემკრთალო,
ახლა მოსულო იის კონებად.
ისევ ერთად ვართ? ისევ გიყვარვარ?
ისევ ვერაფერს ვერ გახდა მტერი?..
ჩვენმა სამებამ ისევ იკმარა?
ისევ ასწია გალობამ ჭერი?
ეს დღე, რომელიც ღვთისგან ამენთო,
არ მინდა, ცრემლით რომ დამეცვაროს...
ან ვის რას უშლის შენი სამეფო
ამ აივნიდან, ჩემო მერცხალო!