Litclub.ge

ღამე საზღვარზე
ბნელა... კლდეში წივის ქარი,
გაწეწილი, როგორც ალი.
ჟამი მეფობს ცოდვა-ბრალის,
საგანგაშო რეკავს ზარი.
თოვლით ავსებს ხევებს, ხრამებს,
ტოტებს ალეწს ფიჭვიანებს,
გაღმა მგელი მოხანხალებს,
გზად ურემი მიჭრიალებს.
ქედებს ტანზე სამოსს ახევს,
ნაფლეთ-ნაფლეთ მიფრიალებს,
გულს გოდების უგებს მახეს,
მიჰქრის, გზად არ იგვიანებს.
ზეცა თვალს არ ახამხამებს,
მიდამო პირს იმგლიანებს,
ჟამი წუთებს ახანხანებს
როგორც თვითონ იპრიანებს...
ვდგავარ... ჟამს ვჭვრეტ არ სახსენებს,
ბორგავს გული – გაყინული, –
ერის ბედი არ მასვენებს:
ნუთუ კვლავ-ა გაყიდული?!