Litclub.ge

პეპლები კარდენახში
სახლის წინ ყვითლად ღუოდა
ყვავილის ბაბთა, გასკვნილი,
ფრთებს ქორებივით არწევდნენ
პეპლები, უკანასკნელი.
დაქროდნენ, დაფარფატებდნენ
წყვილები, დედალ-მამლები,
შავ ყურძენს ვჭამდი მზის გულზე,
იდგა ზაფხულის ნამლევი.
ხანს ვერსად დაემალები,
დათესე, გინდა – მოხანი...
მიწა მეცლება... ფშვინავდნენ
მუცლები, მსუქან-ჭროღანი,
რომელმა ქარმა ჩახია
იმათი კაბა-ჩოხანი?!.