Litclub.ge
ისევ
ისევ მოდენის გრიგალი ღრუბლებს,
ისევ საეჭვოდ ირყევა ჭერი,
ისევ დგას სისხლის და ცრემლის გუბე
ცოდვის კალოზე ტრიალებს კევრი.
ბარაბას ისევ დიდებით ჰმოსვენ,
ისევე უდგას დარები მზაკვარს,
ისევ საეჭვოდ შლის ხელებს მოსე
და უდაბნოში დაეძებს გზა-კვალს.