Litclub.ge

პაპანაქება ზაფხულში
პაპანაქება ზაფხულში
წყაროს წყალივით გინატრე,
მოხველ, დამიცხრა წყურვილი,
შენ ჩემო თვალის სინათლევ!
იმ ცივსა და მკაცრ ზამთარში
ბარაქიანად მათოვდა,
სიცივე სულ არ მიგრძვნია,
შენზე ფიქრები მათბობდა.
მოვდივარ და გზას მინათებს
შენი თვალების ნათელი,
შენ ჩემი გაზაფხული ხარ,
ჩაუქრობელი სანთელი!