Litclub.ge

ვიცი
როგორ ფიქრობ, მე არ ვიცი
ვის რა განძი აბადია?
ოქროს ტახტი არის ვისი –
ვისი მწყემსის ნაბადია.
ვიცი (ყოფნას ვინაიდან
გავუსინჯე კარგად გემო).
ოქროს ტახტზე ვინ ავიდა –
და ვინ დარჩა ტახტის ქვემოთ.
ვიცი სულს ვინ ანავარდებს,
ვინ სხვის ზურგის ქარით მოდის,
ვის უფენენ ფეხთ ქვეშ ვარდებს,
ვინ ეკლებზე მოდის ოდით.
შენ ფერს გაძლევს,
მე კი ფერს მხდის,
ბედი განსხვავებით გვიმზერს,
დამატარებს შიშველ ფეხით
ალესილი ხანჯლის პირზე...
ვიცი სწყალობს ვის რა ქარი,
არ ღირს მეტად დაფიქრება,
რადგან ვიცით – მთის და ბარის
გასწორება არ იქნება!