Litclub.ge

*** "ჩემს ძარღვებს შიათ"
ჩემს ძარღვებს შიათ
და მდუღარე სისხლი სწყურიათ,
ჩემი სიცოცხლე შენთვის მხოლოდ
ლუკმაპურია,
არ დამაჩვიე მსუყე ბედს და ფერიც მელევა,
მარადისობის მტკივნეულო წამიერებავ!
შენი სურვილით მოგზაურობს
ჩემი ხმა ჯერაც...
ბგერებით გავსილ სივრცეებში
დაცურავს შვებით,
შენის ბრძანებით
კოკისპირულ წვიმებქვეშ ვდგავარ,
შენი სურვილით გაოგნებულ სხივებით ვშრები.
შენ, ჰიმნი გითხარ,
დაფნა დაწნეს შენთვის ხელებმა,
მარადისობის მტკივნეულო წამიერებავ...