Litclub.ge
*** "დაცვარულ ყვავილებს გიწვდი"
დაცვარულ ყვავილებს გიწვდი,
დანამულ წამწამებს ვმალავ,
მაწუხებს ფიქრი და იჭვი,
მაგ თვალთა კრთომა და ძალა,
დუმილით მიყვარდე მინდა,
რომ გული ოცნებად დადნეს,
ეგ შენი კეთლი სახე,
იცი, რომ მე დარდად დამდევს.