Litclub.ge

ორი კრიტიკოსი
ის ერთი –უგულო აზროვნებს უდავოდ.
მეორეს გული აქვს,
დადის კი უთავოდ.

ნაღდი პოეზია ორივეს სწყურია:
ერთი მთხოვს აზრიანს, მეორე–გულიანს.

მეც ვურჩევ: როგორმე თავები გაცვალონ,
რომ აღარ გაგტანჯონ,
                         მკითხველო საწყალო.