Litclub.ge

*** "გონება ფიქრით ნაგვიანდება"
გონება ფიქრით ნაგვიანდება,
თავი ანებე აკვიატებას
და გაითიშე, ნუ ხარ სულელი,
შეუნთე შეშა ბუხარს ულევი,
ცეცხლს იმნაირად გაუთამამდი,
რომ ჩააღწიო გაუტამამდის.
გაყუჩდი, დაცხრი და ჩაინავლე.
ადრე რაც იყო, დარჩა იმავედ
წუთისოფელი, დროც და გუნებაც.
ეგებ ტყუილად მოცდა ბუნება,
სრულ ჰარმონიას რომ იქადიდა,
როდესაც შექმნა ლომი კატიდან.