Litclub.ge
*** "რას ყელყელაობს ნორჩი ტუია?"
რას ყელყელაობს ნორჩი ტუია?
ზედ დავლური აქვს ორ ჩიტუნიას.
ბუნებასთან ომს მორჩი, დუნიავ,
მასზე ლამაზი რა უნდა შექმნა?!
ლუიმ, ჰენრიხმა, ვანიამ, ჯეკმა
მიწაში ჩაფლეთ თოფი და ჩექმა.