მზე ცის ტაძარში ეკიდა ზარად
და აქეზებდა ყოველს ზავისთვის
და უბრძანებდა მტრობას და ღალატს
უკან წაეღოთ სიტყვა თავისი.
უცებ მეხის ხმით კლდენი აკვნესდნენ,
ღალატი გათქვა კლდეთა კვნესამა,
მტრობამ სიკვდილი მაინც დათესა,
ყორანი ციდან სისხლს მიესალმა.
ჯიხვები, რბენით აჰყვნენ ფრიალოს,
`ზევით!~ _
უხმობდნენ დაჭრილს ხარები,
იყო ხვნეშა და რქების ტრიალი
და დაელდება გზების ამრევი.
მზე შუბის ტარზე ამოწეული,
მაღალ ქარაფებს შეხვდა პირისპირ,
ის დღე ჯიხვთათვის იყო წყეული
და დალოცვილი მონადირისთვის.