ბათუმის წვიმა
თქარუნობს
ცხენის ფლოქვების
დარად,
მთას შეხიზნული
ვიყავი,
გამოვეშურე
ბარად...
ეგება კარზე
მომადგეს
ან ჭკუა, ანდა
ბედი,
ისეთი კაბა
ჩავიცვა,
ვერ მჯობდეს თეთრი
გედი...
მთას არ შევტირო
შველივით
გამოქცეულმა
ბარად,
ბათუმის წვიმა
მხიბლავდეს
ცხენის ფლოქვების
დარად.