Litclub.ge

ბათუმს
ნათლის ღებიდან ნათლისღებამდე,
საკურთხევლიდან ზეცის კარამდე,
დაგყვები ბრმად და მოგენდე რადგან
ერთად ცხოვრების პატივი დამდე.
შენ, ყველა შენი შვილის ნათლიავ 
და ყველა შენი ძიძის ნათლულო -
მადლობა შენ და ამ მადლობისთვის 
ღირდა ცხოვრება ჩემო ბათუმო.