გავა დრო და სევდიან თვალებს,
შემონათება ექნება მზისა,
წამოდგა თეთრათის ნისლი ზმანებით
და გადაბანა ხეები ტყისა.
მზე ოქროსფერმა გაშალა თმები
და დაემგვანა სამოთხის ასულს,
სარდაფში ხატავს ვან გოგი გოგოს,
გლეხი Yყანაში ავსებს დიდ გოდორს.
მიჰქრის ქარი, როგორც სეტერი,
ხეებში აქსოვს აჩრდილებს დილის,
თმა გაეშალა თაფლისფერ გოგოს
და ეპარება ცისთვალებს ძილი.
სული დამიქრის, ლექსი კი ჩუმად,
მზის სილამაზის სათნოსაც ხატავს,
მე კი დავფრინავ ცაში ფარფატით,
დავეხეტები ჩემი კალამით.
1.10.10წ.