Litclub.ge

* * * "ახლა ხელებით ვეპყრობი ცას"
ახლა ხელებით ვეპყრობი ცას,
მე ყელს ვიგრძელებ როგორც ოცნება,
რათა ღმერთისთვის ძღვნა იყოს გული,
რათა გაგორდეს ცხოვრების ბურთი.
აღარ ტირიხარ ჩამქრალ თვალებთან,
აღარ ოცნებობ ჩასულ მზისათვის,
ახლა ვუყურებ ვარსკლავთა ცვენას,
ახლა ცრემლები ნაზად გელევა.
ახლა ჭურშია ჩასხმული ღვინო
და შემოდგომამ დაცრემლა სული,
ახლა სისხლშიც კი ჭაღარა მიდუღს,
ჩემი სიცოცხლე ლექსებით სუნთქავს.
აღარა მინდა ლექსის გარეშე,
მაშ, დროა, გუმბათს დარეკონ ზარი,
მაშ, დროა, ბედისწერავ სიცოცხლე ძარი!
ულექსოდ როგორ ავფრინდე ცაში,
ლექსი სისხლია, ვენებში მთვრალი,
ულექსოდ როგორ დავაცხრე ჩემ გულს
და როგორ ვუთხრა სალამი ჩემს სულს.
ბევრი ვლექსე და ახლა ცხოვრება მლექსავს,
დროა, უჩემოდ იქროლოს ქარმა,
მე ლექსით ვიწყებ ცხოვრებას ახლა,
ლექსით ვამთავრებ ცხოვრების ზღაპარს.

14.10.10წ.