უდაბნო დენდის ავასარკებ სონეტით მკრთალი
ცხოვრება ღამით და რასსიულ ჭლექის ხველებით.
ამოფორფალლუს-ყვავილები მკვდარ სურნელებით,
სფინქსს და ქიმერას მუცელმოგვი აცოცხლებს ქალი.
მაგრამ სიფილლის ვერ გაექცე ვეღარსად მფრთხალი.
დაიძრა ქუჩა როსკიპებით,ქურდით, მკვლელებით.
მარხავს ლაფორგი დედამიწას სველ დამკვრელებით
და სალომეა იღუპება ლოტოსით მთვრალი.
ყნოსვის ზმანებით სხვა ტკივილებს ხელი მიადეთ.
ბოდლერი, პოე და მალლარმე ჰეროდიადით-
მოდიან როგორც მღვდელმსახურნი სიკვდილის ქარის.
ჰერცოგ დე სადი ბრაზიანობს ფავნთან ნიმფებით.
ყუჩდება სისხლი მოწამლული თეთრი ლიმფებით
და ტირილებით უბრუნდება ეშაფოტს- პარიზს!