Litclub.ge

ჩვენება იუდეის ასულის
ძაღლური კბენით გაირბინა მზემ ეკვატორი.
ელექტროს შუქი შეეჯიბრა ქალაქში მთვარეს.
ცეცხლის თვალებით ბრაზიანი მოჰქრის მატორი.
ყავახანიდან დაიღვარა სიმები თარის.

მთვარეულ ცეკვას იქ აყვება ასული ქარის.
უნაზეს ვეფხით, _ მე ვკანკალებ _ თითქოს ნატორი.
ჩემთვის საშველი ტრფფიალიდან აღარსაად არის
და ძირს ვეშვები ვით დაჭრილი გლადიატორი.

ახ! ის უთუოდ სალომეა მთვარით ვნებული,
შვიდ სახურავზე შიშველ ფეხით აცეკვებული, _
მეფის ასული იუდეის, ჰეროდიადის,!

საჩუქარს ელის ტეტრარქიდან თეთრ სიშმაგეში.
ავი მხევალი დღეს მსხვერპლია გრძნობის დიადის.
იოქანაანს მძაფრად უკბენს წითელ ბაგეში!