Litclub.ge

ფრიდონ ხალვაშს
(ეძღვნება ფრიდონ ხალვაშს, თავისივე ლექსის მოტივზე)

მოვდე ნა მოგეფერო ნა
ქართული სიტყვის ლაზათით
ჭოროხის მღვრიე ტალღებით
სამყურა თბილი ბალახით.

მოვდე ნა მოგიტანო ნა,
ახალი სისხლის წვეთები,
ქვეყნისთვის ანთებულები,
ბავშვების გულის ფეთქვებით.

მოვდე ნა იგიყვავო ნა,
შენი ნათესი ნაყოფი,
მეც უნდა გამოვიარო,
შენი ნადგომიც, ნამყოფიც.

მოვდე ნა, მოგეფერონა,
ნედლი ლექსების სტროფებით,
ჯერაც უწვრთნელი სიტყვების
ნაკვერჩხლიანი გრძნობებით.