Litclub.ge

ღვიძავთ სურვილებს
(მამა პეტრე კვარაცხელიას)

მოაქვს ფიფქები თბილისისკენ
თბილი აურით,
ვაგონს, რომელიც ვეღარ იტევს
სითბოს ამხელას,
მოჰყავს შხუილით პოეტი და
უფლის მსახური,
როგორც სიშორედაძლეული
გრძნობის გამხელა.

ფიფქი მინაში შემოჭრას რომ
ცდილობდა, ყინვას
გაუთოშია, ფიფქი მაინც
შემოსვლას ცდილობს,
ღვიძავთ სურვილებს, ბეღურებს კი
ხეებზე სძინავთ,
არ წყდება თოვა და გარემოს
ამგვანებს ტილოს. . .

რომელზეც წერა მოგინდაბა
არათუ ლექსის,
არამედ ხატის, ანდა ფრესკის
დაკაწრვა რწმენით,
თოვლია სულში, სისპეტაკედ
მთოვარი დღეს ის,
ხორცშესხმა ფრესკის, ხატის, ლექსის,
და ამით ჩვენი.