Litclub.ge

* * * "ღვინობისთვე აფრიალებს ალმებს"
ღვინობისთვე აფრიალებს ალმებს,
აუშვია ქარი, როგორც მსჯავრი,
შემკრთალ მიწას ცივი წვიმა ალბობს,
ცას შესცქერის წუთისოფლის მგზავრი...
აჰა, ისევ ძველებურად ცივა,
როგორც შარშან, შარშანწინ და წინათ,
ანდა იმ დღეს, კაცთა მოდგმის მამას
ქვეყანა რომ განეკუთვნა ბინად...
ფიქრობს მგზავრი, იმ საფიქრალს ფიქრობს
და სიცოცხლე ისევ ისე მიდის...
კვიპაროსის რტოდაბურულ უბეს
ეფარება შეცივნული ჩიტი...