ო, ღმერთო ჩვენო, მომანიჭე მადლი სიტყვისა
მადლი სიტყვისა – უცნაური აღმონაცენი...
იწვის სანთელი, ალმა სივრცე გაითითქმისა
და მასთან ერთად ინავლება გრძნობის ნარჩენი...
მწვანე უღრანში სავანეა სნეულთმკურნალის,
გლახაკთა ხელის ამპყრობელის, მოწამის დიდის
შემცოდე სულებს ასპეტაკებს საკმლის სურნელი
და უხილავის შემოხედვა ძლიერი, მშვიდი.
ვით არაერთგან საქართველოს მთების უბეში
შენახულია სასწაულის ერის ნუგეშად
და სულთა ჩვენთა შეწყალებად – ქრისტესა ღმერთსა
ღვაწლითმოსილი ევედრება ცისმარე დღესა.