Litclub.ge
ხილვა
აუსხლტა სხივი მათხოვრის ხელებს,
გული მოეწვა ცას და ატირდა...
ქუჩის წუხილი მიჰქონდა ღელეს,
ჭადრის ხე ყვითელ ფოთლებს ბარდნიდა
და ბარბაცებდა თითქოს ჰაერი,
თითქოს ხეებიც იყვნენ მთვრალები.
ფლობდა ძე კაცის დუმილს, ღვთაებრივს
ლაპარაკობდნენ მხოლოდ თვალები.