აღარც კი ვიცი,
რა გითხრა,
ან გითხრა
რამე
თუ არა...
ისეთი
სიტყვა
წამოგცდა,
გულს ზვავად
გადაუარა...
მოწყალე
ღმერთმა
შეგინდოს!
მე ვეღარ
გემეგობრები...
ხსოვნის
სარებზე
ხმებიან
მოღალატეთა
გოგრები...
მე ხელი
არ გამისვრია,
თავად
მოიჭრეს
თავები,
რაც იყვნენ
ბედაურები,
ის ჰქონდათ
მოსართავები...
იქნებ
ეს ჩემი
ტკივილი
არც იყო გამოსაჩენი...
რად, გულს რად მიცარიელებს
დღეთა
მიწურულს
გამჩენი?!