Litclub.ge

*** სანამ გიბია კარზე ულაყი"
სანამ გიბია კარზე ულაყი,
უღელში – ხარი, კვალში – გუთანი...
კედელზე ხმალი და ზამბულაკი,
მაშასადამე, გაქვს საყუდარი...
სანამ ჯერ კიდევ ამბობ, – ნახვამდის! –
სვამ და უგონოდ სანამ არ თვრები,
სანამ აუბნებ ენას ლაქარდით,
და, ესე იგი, მოემართები...
მოდიხარ, სანამ მოექანები,
სანამ ანბანი გაქვს საკუთარი,
გაქვს მშობლიური სანამ გარემო,
მაშასადამე, გაქვს საყუდარი...