ქალაქსა შინა არს ხალხი ჭრელი...
მეეეზოვე და მოღვაწე.
აზროვნება მათი და ქცევა მათი.
დიდბეჯითობა და შეუპოვრობა?!
სირცხვილი და სიმდაბლე.
არც თუ ისე შორეულ წარსულში, მაგრამ ახლოს წუთისოფელთან და მის ერთ მშვიდ ქუჩაზედ, რომელსაც განყენებულის ქუჩას ეძახდნენ და ერქვა კიდეც, ცხოვრობდნენ ქვე-წარსულის წარმომადგენლები, რომელთა წესჩვეულება, დღე-მომავლისკენ, იცვითებოდა ახალ-წლობასთან ერთად.
აჭრელებულ და მოდით შეფერადებულ ნიღბიან წარმონაქმნებს ძალუძთ თითქოს იყვნენ დარბაისლები და წარჩინებით გადმოალაგონ ის ნაგროვები სანოვაგე, რომელთა მოხმარებით არათუ სიკეთით და პატივისცემით აღავსებენ სხვებს, არამედ პირიქით ზიანს აყენებენ სტუმრებს.
ეს ამბავი წამისსოფელმა უამბო დროს და დრომ მოიტანა ის ჩვენამდე.
მეეეზოვე და მოღვაწე...
თბილ ქალაქში ხალხი გაცივდაო... - ხმა გავრცელდა სამშობლოში. ნიავსა და ქარში მიმობნეულ სიტყვიერებას ფასი დაჰკარგვოდა. არაქათი გამოეცალათ ასოებს და მთის კალთებზედ წამოჭიმულ ხეებზედ გადაეწყვიტათ დასვენება. მათ საძებნად და სიმართლის გასარკვევად დედაქალაქიდან გამოემგზავრნენ მოაზროვნენი: მწერალი, აკადემიკოსი და მოთხრობის მთავარი გმირი. ქალაქიდან ქალაქში „მიმობნეული მარგალიტების“ მდევარნი დაღლას არ უჩიოდნენ.
მწერალს უთქვამს მისი გმირისთვის: - იქნებ მითხრა რად მიგიჩნიე ადგილი სატირაში?
- მე მეკითხები?! თავად არ მიპოვე შუაგულ ქალაქში და გამომკეტე ფურცელთა კიდეებს შორის?! მიკვირს როგორ ვდგამ ფეხსა შენს ნაკვალევზედ? არ მასვენებ ადამიანო!
- მესმის შენი, მაგრამ შენ ხომ ჩემი მეგობარი ხარ და ის რეალობა რომელიც ასე მომწონდა ჩვენს ახალგაზრდობაში?!
- ჰო ვარ, მაგრამ რა დაგიშავე, რას მერჩი? ყველგან თან დაგყვები. ახლა ზღვისპირეთში მექაჩები, გზად „მიმობნეულ მარგალიტებს“ მაძებნინებ, ოდეს ვიღაცას დაუკარგავს, ჩვენ კიდევ ლენჩებივითა დავყვებით მათ ანარეკლს. იქნებ ღორებმა შეჭამეს ეგ მარგალიტები? ამაზე არ გიფიქრია?
- ახლაც ვფიქრობ, ოღონდ ერთ განსხვავებას ვხედავ მე ღორსა და მარგალიტს შორის: მარგალიტი სუფთაა, ღორი კი ბინძური.
- ყოჩაღ შენ. ახლა ვხვდები თუ რად გჭირდებოდი...
- ვითომ რად?
- უფრო მგრძნობიარე ხდები.
- მადლობა!
- არაფრის. თუმცა მადლობა წინაპრებს უთხარი, მათ სიტყვიერ ლაბირინთში დავეძებთ გზა-კვალსა.
სიხალისით, დიდი ეროვნულობითა და ღვთის სიყვარულით გამდიდრებულ გონებას თან ახლდა მკვლევარი და აკადემიკოსი. სამას სამოც გრადუსიანი მხედველობით აღჭურვილი ეს ადამიანი თანაზიარი გახლდათ ყოველივე ნამოქმედარისა, ნაღვაწისა თუ შობილისა! ნაგროვებ ასოებს ერთ ხურჯინში ათავსებდნენ.
წიგნი ერქვა ამ ხურჯინს და ეს წიგნი მოჰქონდათ ერთი ქალაქიდან მეორესა.
სტუმარსა სწყურვილს უკლავენ და არა გულსა!
აქედან იწყება ამბავი ესე მეორედ სათქმელი, რომ არა პირველი...
ყველა ქალაქს ჰყავს მეეზოვე. ის კი განსაკუთრებული ვინმე იყო. ახალგაზრდა, მხრებში ოდნავ მოხრილი, ხევსურული ქუდითა და სპორტული ჩაცმულობით, სახე თბილი და ნოტიო, თვალები ოდნავ მკაცრი, თითები პიანისტისა - გრძელი და აპრეხილი. ცოცხსაც კარგად უსვამდა და ხელში კალამსაც მარჯვედ იჭერდა, ხოლო გული მელნით სავსე ჰქონდა. ყოველ დილით სტუმრებისთვის გზას საგულდაგულოდ ასუფთავებდა. ყოველთვის მათ მოლოდინში იყო. სჯეროდა, ოდეს ეწვეოდა ქალაქს ის ვინც მას ასე გაახარებდა. ტანმორჩილი და ოდნავ შესუქებული გახლდათ ჩვენი მეეზოვე. მისი კალმოსნობა ქალაქს არ სმენია და არცა ჰყვიროდა, მხოლოდ ერთსა სჯერდებოდა - ფურცელსა და კალამს.
ქალაქის შესავლელთან, მხვეტავ ბიჭოიასიასთან მანქანა ჩერდება და მას ესალმება სამი პიროვნება. ერთი, მათ შორის, მისი უახლოესი მეგობარი, აწ უკვე ჩვენი იგავის მთავარი გმირი, მწერალი გახლდათ. სალამი უბოძა თავმდაბლობით მეგობარს მეგობარმა. ცოცხს დაერყდნო და სინანულით უთხრა მათ, თან მოუბოდიშა: - მაპატიეთ მწერალო, მეგობრებო, ქალაქის დაგვა ვერ მოვასწარი, არადა დილაადრიან გამოვედი სახლიდან.
- არაფერია ჩემო ბიჭოოია, ყველაფერს ეშველება. შენ ეგ მითხარი, რასა იქმს ქალაქი დახვდება ჯიშსა ქართულსა საჯიშე ადამიანებითა და მამა-პაპური სტუმრობითა? რასა სჩივიან ჩემებრნი? რაო, ყველაფერი რიგზეაო?
- შევეხმიანე მათ მწერალო, თუმც დახმარება არ ისურვეს ჩემი. ყველაფერი წესრიგშიაო, ასე მომახსენეს. მხოლოდ თქვენი სტუმრობა დაგვამშვენებსო.
- მაშ, ყოჩაღ მათ!
- დღეს გაგიცნობენ, როგორც მწერალსა და პოეტს. მე კი ეს მახარებს.
- შენმა ჯიშმა იხარა ჩემო ძამია, შენმა!
- მადლობელი ვარ მწერალო!
- ახლა ჩვენ მივდივართ, გზად „მიმობნეული მარგალიტები“ მოგვაქვს და საზოგადოებას უნდა გავაცნოთ.
- ღმერთმა მშვიდობა მოქცეს!
- ხო იცი შენ იქ უნდა იყო. წიგნთსაცავში გელით. ხო მართლა, ესენი ჩემი მეგობრები არიან, რომელთა ღვაწლი სამარადჟამოა, რადგან ერთი გმირია წიგნის ფურცლებში, ხოლო მეორე თანამოაზრე ჩემი შემოქმედებისა.
- დიდად მახარებს თქვენი გაცნობა ჩემო ბატონებო!
- ჩვენც.
- მაშ ჩვენ წავედით. აუცილებლად მოდი.
- კი, მწერალო!
აზროვნება მათი და ქცევა მათი.
დიდბეჯითობა და შეუპოვრობა?!
და სჭირდა ქალაქს სენი - სიბინძურე. და მდაბლით მხოხავნი იდგნენ კვარცხლბეკზე მაღლითა, ცქერით და ჭვრეტით სხვათა ავ-კარგიანობისა. მხოხავნი ესრე მიწაზედ, ამპარტავნებით აღვსილნი, წუთიქალაქში ბორგავენ, ვერ ისვენებენ სოფელში. მცონარედ კაზმულ-აცმულნი, რწყილს არ ისვამენ ყლინჯზედა. და გარეულან მათ მიმართ მქუხარედ ტაშის მრეკველნი! ესოდენ მაგალითები, ამოუხსნელი კაციდან, არს თანამყოლი გონიდან!
უგვანოდ შესრულებული დიდბეჯითობა მაგათი, პირსახიდან იკითხებოდა.
დღე დაფოთლილ ზაფხულში თავს იჩრდილავდა. სამკითხველო დარბაზში მოწყობილ შეხვედრას მასპინძლები მხოლოდ გაგებით შეხვდნენ, მათი „აღფრთოვანება“ ლიტონ სიტყვებში იკარგებოდა. გისოსებს მიღმა გაწყობილ მეორე განყოფილებას მამა-პაპობა დიდი ხნის მივიწყებული ჰქონდა და მასპინძლებმა დასავლურ მოტივებზე აჟღერებულ ხმიანობას ხოტბა შეასხეს.
სირცხვილი და სიმდაბლე.
აქედან იწყება ამბავი ესე მესამედ სათქმელი, რომ არა პირველი...
ნათქვამი ესე, ერთი მასპინძელი ქალბატონისა:
გულმოკლულ სტუმრებს სწყურვილი დავიწყებოდათ სულთა როცა, გზად ნაგროვები „მიმობნეული მარგალიტები“ ხურჯინში ნაპატიები, ისევ დაეპნათ. ხურჯინში ხელი ჩაჰყო მწერალმა და არაფერი დახვდა, მხოლოდ ხვრელი საიდანაც დიდი თითი თავისუფლად გამოჩნდა. ესეც თქვენ უგვანო დამფასებელნო სტუმართა და ქალაქისა!
ამპარტავნებით ნაფერებ გონებას, ქვეყნიერების რომბი არ ჰკურნავს.
ამპარტავნებით
ამპარტავნებით
ამპარტავნებით
არაფერი შერჩება კაცს, გარდა უღირსობისა და ღორის დინგისა!
ბიჭოია ისევ ადრე დგება დილით და ჩვეულ საქმეს სიყვარულით აგრძელებს.
ის მეეზოვეა...
27 ივლისი 2011 წელი