Litclub.ge

გენიალური თორმეტი სვლა დროში
რისკის მოყვარულთათვის...
ჭადრაკი!
რისკის მოყვარულთათვის...
ფული!
რისკის მოყვარულთათვის...
ბირჟა!
რისკის მოყვარულთათვის...
შამპანური!
შესვი?
უკვე გაგირისკავს...
დაიმსხვრა ჭიქა?
დამარცხდი!

* * *
ჭიქა მთელია...
გამარჯვების სადღეგრძელო!
სვამთ?
რისკმა გაამართლა.
გენიალური სვლა იყო!
წარმატებამ დაგაბრმავა?

იანვარი
თოვლი მოვიდა. ოჯახის წევრები სამზადისში არიან. ახალი წელი მოდის. ნაძვის ხე ტყეში უკვე მოიჭრა. სადღესასწაულო უსულო საგანი ტყიდან სახლამდე მამა-შვილმა ერთმანეთის დახმარებით მოიტანეს. უსულო საგნად მიაჩნდათ. ხე მორთეს ათობით ლამაზი და ბრჭყვიალა სათამაშოებით, რომელიც ქალაქიდან სპეციალურად ჩამოიტანა მამამ. საკმაოდ სოლიდური თანხა დაუჯდა ოჯახის პატრონს. ამიტომაც თხოვდა ყველას, ვინც აქტიურ მონაწილეობას იღებდა ნაძვის ხის გაწყობაში, ფრთხილად ყოფილიყვნენ. ყველაფერი ახალი ტექნოლოგიით მოაწყო. დასრულებისას ღილაკს დააჭირა... და მორთულ მოკაზმული ახალი დრო დატრიალდა! ეს ზიზილ-პიპილოები, მართლაც, რომ მშვენიერს ხდიდა დროებას.
მეთორმეტეჯერ ჩამოჰკრა საათმა...
- აბა, წარმატებულ წელს გისურვებთ ყველას!
- ამინ! მამა.
- ამინ!
- ბაბუ, რა მინდა ჰკითხო?!...
- გისმენ!
- თქვენს დროშიც ვარსკვლავი წითელი იყო?
- როგორ თუ წითელი?
- აი, ეგ ნაძვის ხეს, რომ თავზე ახურავს.
- კი წითელი იყო.
- რატომ? ვარსკვლავი ხომ ცისფერია?
- მაშინ კომუნისტები იყვნენ და აუცილებელი იყო ყველაფერი წითელი ფერით აღნიშნულიყო.
- მაგრამ, ახლა ხომ კომუნისტები არ არიან? ხომ შეიძლება ფერი შეიცვალოს ან სულ სხვა სათამაშო მოიფიქრონ ქუდად?
- არაფერი ვიცი?!... ერთს გეტყვი. საქართველოში კომუნისტებმა სახელი შეიცვალეს. განსხვავებას ვერ ვხედავ, მე, დღეს.
აქ შვილი წამოენთო. არც აცია არც აცხელა, მიახალა მამას:
- ეს ყველაფერი, როგორ მოვიდა თუ იცი? რა კომუნისტებმა, ხომ არ დაგიტოვეს სახელმწიფო ქონება საზღაურად, მათი მრავალწლიანი ბატონობისა?
- ნუ ჩხუბობ, ახალი წელია. არ ღირს კამათი. დამიჯერე! ეს თქვენს ხელისუფლებას ერგო მემკვიდრეობით ყველაფერი და არა მე. არც სურვილი მაქვს ვჭამდე დღეს სუფრაზე სისხლით ნაშოვ სანოვაგეს, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ მაქვს. მოვხუცდი და შენი სარჩენი ვარ. ახალგაზრდობაში მე გაჭმევდი, გაგზარდე, მაგრამ დედაშენს აღზრდა დავიწყებია.
- კარგით, გეყოფათ გთხოვთ! - შეაწყვეტინა ბაბუას სიტყვა ახალგაზრდა ჭაბუკმა, რომელიც სხვა იდეოლოგიით იზრდებოდა. - მადლობა ბაბუას!
სუფრა აიშალა... კამათი სიჩუმემ შეცვალა. დუმდა ყველა. შესცქეროდნენ ტელევიზორს. გამომეტყველება გაყინული...
ნაძვის ხე ტრიალში დაჭკნა...
ჩათვალე, რომ დ რ ო დაჭკნა?
დროს ვერ მორწყავ, ის თესლი არ არის!


* * *
თებერვალი.
წელიწადის მეორე თვე. თეთრი თვე. ნაძვის ხე მხარზე გადებული გაიტანა სახლიდან იანვარში. თითქოს ახალ ცხოვრებას იწყებდა, ახალი თანამდებობით. დააწინაურეს... მოხუცებული ვეღარ გადაადგილდებოდა. დედა ჭაბუკს ადრე გარდაეცვალა, იანვრამდე. ვერ მოესწრო ქმრის დაწინაურებას. ალბათ იტრაბახებდა?! იქნებ პრესტიჟულ სალონებშიც ევლო, თუმცა საწყალს ისევ მეუღლემ მოუსწრაფა სიცოცხლე. ალბათ მისთვის ასე სჯობდა... დაწინაურებულს, მხრებს შორის აღმართულ საყრდენზე ჩამოკიდებული თავი, ხელების დახმარებით მაღლა აეწია, თვალებზეც სიამაყის სათვალე, ყურისა და ცხვირის დახმარებით ბრდღვიალებდა. თითქმის მარტოს არაფერი შეეძლო... ჭაბუკს, განათლების სფეროში გატერებული რეფორმის წყალობით მეთორმეტე წელიც ერგო სწავლისთვის. ღმერთმანი „სწავლა სიკვდილამდეაო“ ნათქვამია - სიკვდილი ჯერ კიდევ შორს იყო მისგან. სამაგიეროდ მამის წლოვანება აწუხებდა.
- ბერდები მამა.
- მართალი ხარ ბაბუ, ბერდება. - თითქოს გაუხარდა ბაბუას, მაგრამ აშკარად ეტყობოდა მის სახეს, რომ შვილის დაკარგვით ყველაფერს დაკარგავდა.
- ბიჭო, შენ სწავლას მიხედე. დამჭირდები აუცილებლად. ერთ წელიწადში ცოლიც უნდა შეირთო.
- არ ვაპირებ...
- რატომ ნეტა?
- სურვილი არ მაქვს, შეყვარებულიც არ ვარ.
- ერთი წელი დროა, დრო კი სასიამოვნო წუთები, წუთები კი სიახლის მომტანი...
- ამაში ვეთანხმები მამაშენს.
- შენც მის მხარეზე ხარ?
- კი! რატომაც არა?! იქნებ დროა იფიქრო ამაზე. არაფერი გაკლია. ერთი კარგი ოჯახის შვილი და მორჩება შენი გზაზე დაყენების მრავალწლიანი ზრუნვა.
- და ამით მთავრდება ყველაფერი? თქვენ, მხოლოდ თქვენს თავებზე ფიქრობთ. მომვლელი გჭირდებათ.
- რატომაც არა? - გასცა პასუხი მამამ.
- ეგრე არა? ჩემზე იზრუნა ვინმემ, დედის გარდა?
- ტუტუცო! როგორ ბედავ? მე უკვე ვნახე შენი შესაფერისი.
- ნება მიბოძეთ გავიგო, ვინ არის მისი აღმატებულება? - არ ესიამოვნა ჭაბუკს, რადგან ის ტყუოდა.
- დეიდაშენმა მითხრა გუშინ. არაჩვეულებრივი ბავშვიაო.
- ბავშვიო?! მერე თქვენ, რომ არ გამოგადგებათ? ის ხომ ბავშვია.
- ჩვენ გავზრდით. ეგ დეიდაშენმა იკისრა.
- ყოჩაღ დეის!
- ეს რა ირონიაა?
- თავი დამანებთ, ყველამ! - თავი საკუთარ ოთახს შეაფარა. ჩართო მაღალ ხმაზე.
ოთახისკენ მიმავალ შვილს გასძახა:
- ჩათვალე, დრო მხარზე გადაიკიდე და შენ კი მზად ხარ გადააგდო?

მას არაფერი ესმოდა.
დროს ვერ მოისვრი, მასზე უფლის ტახტი დგას!

* * *
მარტი.
წელიწადის მესამე თვე. კვირტობისთვე. წამოჩიტული ტყემლის თეთრი ფურცლები, ტყემლის თეთრი სუნი ქალაქს აუწყებდა გაზაფხულის დადგომას. მესამე წელია რაც ჭაბუკს მამისა და დეიდის  დაწუნებული რძალი ცოლად ჰყავს. უყვართ ერთმანეთი. უყვარს ბაბუა გოგოს. ბაბუასაც უყვარს რძალი. პატარა შვილთაშვილს ანებივრებს ბაბუა. ჭაბუკს განსხვავებული აზრის გამო მთელი რიგი პრობლემები შეექმნა მამასთან. მამა უყვარს. ოჯახი კბილებით უჭირავს ჭაბუკს. მეუღლეც უსასზღვრო სიყვარულს ამჟღავნებდა ოჯახის წევრების მიმართ, მაგრამ მამის გული ვერაფრით გაათბო...
- მამა, იქნებ ისადილოთ ჩვენთან ერთად? -  შესთავაზა რძალმა.
- სურვილი არ მაქვს.
- მამა!  - კატეგორიული ტონით მიმართა შვილმა.
- რაა, მამა?
- იქნებ მართლაც ისადილო ჩვენთან ერთად. სახლში არასოდეს არ ხარ. იშვიათად მოდიხარ შესვენების დროს სახლში. ამ ერთხელ დაგვდე პატივი და მიირთვი ჩვენთან ერთად.
- ვთქვი ერთხელ. სურვილი არ მაქვს. მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს: იქნებ მიატოვო აქციებზე სიარული და მამაშენის მხარე დაიჭირო.
- მამის, რომელსაც ჩემი არასოდეს სჯეროდა? მამის, რომელსაც ჩემი წარმატებების არასოდეს სწამდა?
- ხმა ჩაიკმინდე, სულელო! რა გაკლიათ ნეტა ვიცოდე? ეს ნაბიჭვარი გოგო, რომ შემოვუშვი სახლში, იქნებ ამან გაგათამამა და დამოუკიდებელ კაცად მიგაჩნია თავი? - გაცხარდა მამა.
- შეჩერდი ბაბუ! - ხელი დაუჭირა ჰაერში შვილიშვილს.
- ამასაც მოვესწარი. საკუთარ მამას ხელიც მოუქნიე...
- არა, თავად მამცირებ საშინლად. ჩემი მეუღლე არაფერ შუაშია. იქნებ დაფიქრდე და მიხვდე თუ რა გემართება. შენ კომუნისტურ-ნაციონალისტური პარტია ანაცვალე საკუთარ ოჯახს. მე შენი ტყვე არ ვარ! ვერ ვიქცევი შენს მორჩილად. მირჩევნია კაცს გაარტყა ხელი, ვიდრე ლაჩარს მოეფერო.
- შენ კაცი არ ხარ. შენ სირცხვილი ხარ ოჯახის. რას გთხოვ ეგეთს?!
- შენი თხოვნა, ბრძანებაა... გაიგე? არავის აზრი არ გაინტერესებს! მხოლოდ შენ ხარ ჭეშმარიტება და სხვა ირგვლივ ნახირი. მათ შორის საკუთარი ოჯახიც შერეკვას ლამობ მათ სიაში. მე ფხიზელი ვარ მამა, ფხიზელიიი!
- ბრიფინგზე მაგვიანდება.
- წადი, დააბოლე საზოგადოება. მე კიდევ ეკრანზე ფურთხებით ვიჯერებ თავს.
- ხმა ჩაიწყვიტე-მეთქი!
- კარგი გეყოფა სიხარულო, შეეშვი! მას შენ ვერ შეცვლი.
- მან ჩათვალა, რომ დრო უკვე მისია...
კარისკენ მიმავალ მამას გასძახა:
- ჩათვლე, დრო უკვე შენია?

მას არაფერი ესმოდა.
დროს ვერ იხმობ, რადგან უბრალოდ გაგეპარება!

* * *
აპრილი
წელიწადის მეოთხე თვე. ცვრისთვე. დანამული ტროტუარები, დაცვარული პარკები. ბაიები გაზაფხულზე აჟღერებულ საყვირებს წააგავენ. ტირიფების ცრემლები ალამაზებენ მდინარის ნაპირებს. მღერის გაზაფხული! აცეკვებს მზე სხივებს საყვირების ჰანგებზე. ხმაურმა იმატა ქალაქში.
„ბრიფინგი“ დაიწყო. წინადადებების მორიგი უწესრიგობა, გაუმართავი ფსიქოლოგია, დაუკებელი სწრაფვა თვითდამკვიდრებისაკენ ფრაზებში ასახული... ურცხვი და გაუთავებელი ირონია საზოგადოებისადმი. სამემკვიდრეო იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული მანქანა არაჩვეულებრივად მუშაობს უკუბრუნვით. მაგრამ ბედნიერი ერი, რომ დედამიწა ისევ საათის ისრის მიმართულებით მოძრაობს... ღვთის წყალობა...
რისკის მოყვარულთათვის
ჭადრაკი...
- ბაბუ, ჭადრაკი ვითამაშოთ?
- სიამოვნებით.
- დაფა გაწყობილია.
- რა გვიჭირს მაშინ...
- არც არაფერი?! გინდა ბაბუ თორმეტ სვლაში მოვიგო ეს ხელი?
- კარგი. მიდი სცადე!
- დავიწყოთ. პირველი სვლა ჩემია. თეთრები იწყებენ, ხო იცი არა? - გაეღიმა შვილიშვილს!
- შე ცუღლუტო, მაშაყირებ არა? არიფი ხომ არ ჰგონივარ? - გაეღიმა ბაბუასაც.
- არა, როგორ გეკადრება?! სიხარულო, მიდი ლუდი მოგვიტანე, თან შევექცევით.
პირველი სვლა მხედრით გააკეთა შვილიშვილმა. მხედრითვე უპასუხა ბაბუამ, მეორე სვლით ოფიცერს გაუხსნა სამოქმედო გზა, პაიკი გადასწია ორი უჯრით. მეორე სვლაზე დაფიქრდა ბაბუა. იდაყვი მაგიდაზე დადო, ხოლო ხელის გულზე ნიკაპი ჩამოდო. სვლაც მოიფიქრა. ამაყად გადასწვდა კათხას და ლუდი მოსვა.
- აჰა, ესეც შენ. - მეორე მხედარს გამოვიდა. - მიყვარს კავალერია. სტრატეგიული მოქმედებისთვის ყოველთვის მზად არაინ.
- მართალი ხარ.
თითო კათხა ლუდიც გამოსცალეს.
მეთორმეტე სვლა შამათით დამთავრდა. მოიგო ბიჭმა.
მიცემული პირობა შესრულებულია.
- ყოჩაღ! არ ველოდი თუ მომიგებდი.
- არც მე. უბრალოდ სვლები ვიცი. შენს სვლებზეც ბევრი რამ იყო დამოკიდებული. შენც გაამართლე.
ეგრე იცის ჭადრაკმა. სწორ სვლას მოგებამდე მიჰყავხარ, მაგრამ მოწინააღმდეგის სვლების გათვალისწინებით. უხმო და სტრატეგიული სვლები, დინჯი და გათვლილი მიზანსწრაფვა... ფიგურებს მიღმა დამალული ვნებები დაფაზე ფიგურულ სრიალს ემსგავსება, სადაც წყვილი იღებს მონაწილეობას. გონებაში აფოფრილი და უწესრიგო სურვილები მოწინააღმდეგის დამარცხებისა გადაიზრდება დაფაზე დალაგებულ ფიგურებად. საჭადრაკო დროში გაწელილი საუბრები... თუმცა დროში ფიგურები მუნჯდებიან...
ჩათვალე, დროს ესაუბრები?
დროს ვერ გაესაუბრები, ის განსაკუთრებულ ენას ფლობს!

* * *
მაისი.
წელიწადის მეხუთე თვე. ახლო ზაფხულთან. მოლოდინი ახლისა...
რისკის მოყვარულთათვის...
ფული!

მორიგ შეხვედრაზე სწრაფმავალი ენერგია...
ენერგია მამის.
ენერგია დასახარჯი, მაგრამ მხოლოდ ლაპარაკში. თუმცა ენა უძვლო, ყველაფრის მთქმელი... სარისკო წინადადებები, მაგრამ იქვე მხარდაჭერა სხვისი.
მორიგი ბიზნეს წილი სახელმწიფო წრეში შედგა. შუამავლის გასამრჯელო კი სოლიდური. ისევ წილიდან წილში ასახული. ჯაჭვი უწყვეტი...
- ბიჭებო, იქნებ დღეს ვიქეიფოთ?
- ძალიან კარგი. ფული რამდენი გვაქვს?
- საკმარისი.
- სად წავიდეთ?
- „ძველ სახლში“
- ხომ არ ვრისკავთ? იქნებ ჩემთან ავიდეთ სახლში და იქ მყუდროდ დავსხდეთ?
- ვისი უნდა გვეშინოდეს?
- არავის, უბრალოდ ჩვენი ბიჭების რიცხვი იკლებს დღითიდღე.
- არა, „ძველ სახლში“ სჯობს.
- კარგით წავიდეთ. - ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება.
მიყვარს სამხმოვანება...
სულის ხმებია კრებითში, რწყმა სხეულთან. თითქოს სიომ დაჰბერა სამჯვარედინ გზას...
სამსჭვალი მახსნდება, ხელით არ შევხებივარ... უცნაურ სიჩუმეში ეს ფიქრები ხმაურობდა. თავმოყრილან სამ გრძნობაში: გონებაში, მხედველობაში, სმენაში.
ისმენდე გონებაში.
ხედავდე სმენით.
ისმენდე თვალებით.
თითქოს ეგრე მიაბიჯებდა მათ შორის ჭაბუკი. მსუბუქი და ლაღი ცეტებით. დაავიწყდა დროში ოჯახი. იხმობს ქეიფი და ქართველობა. იქნებ წამით, მაინც დაიცოლოს მისი ვენები ამღვრეული სითხისგან და გაწითლდეს მხედველობა. დაუჯეროს მამას. ლიბრგადაკრულს ისევ წნეხს შეუთავსებლობა... ლამისაა ანათემას გადასცეს საკუთარი თავი.
ქუჩა გაწყდა. რესტორანი გამოჩნდა.
- მოვედით.
- სად დაფრინავ?
- არსად. - გონს მოეგო ჭაბუკი.
- ეეეჰ... შენა ხარ, რააა... რა გემართება, ხოლმე?
- არაფერი. იქნებ გაატარო?
- მე გავატარებ, მაგრამ გამვლელებმა რა დაგიშავეს? - ჩაიცინა თანამოაზრემ.
- არ ვიცი?!
საუბარში გართულები აღმოჩნდნენ მაგიდასთან, რაზეც კოხტად გაეწყოთ ჭურჭელი. შეკვეთისთვის იხმო ერთ-ერთმა მიმტანი.
- ხინკალი, ქაბაბი, მადამ ბოვარი, სალათი, მწნილი, საწებელი, ხბოს მწვადი, ხაჭაპური იმერული. სოკო სულგუნით კეცზე.
- სასმელს რას მიირთმევთ?
- ცოლიკაური თორმეტი ბოთლი, თორმეტნი ვართ. ასევე თითო კათხა ლუდსაც არ დაგზარდებით. კიდევ გამაგრილებელი მოგვიტანეთ რამე, მაგალითად ნატახტარის ლიმონათები.
- სიამოვნებით. - სასიამოვნო ხმით დატოვა მეგობრები მიმტანმა.
სუფრა თანდათან შეივსო. მუსაიფოფბდნენ ბიჭები. ერთნი ამ მთისას განიხილავდნენ. მეორენი იმ მთისას და ბარისას. ყველანი ერთად კი მხოლოდ დახმარების ხელს უწვდიდნენ ჭურში მსხდომთ... თუმცა ჭურში მსხდომელნი დიოგენეები არ იყვნენ. ეს ამუვსებელი შავი ხვრელი გახლდათ სადაც გააზრებულად თუ გაუაზრებლად მიექანებოდნენ. არ უსმენდნენ თორმეტიანელებს... გაიხსენეს მათი საზოგადოების შექმნის თარიღი. ორი ათას სამი წლის ოცდაშვიდი ნოემბერი, ლოზუნგით - სრული დაუმორჩილებლობა ტირანიას!
- გახედე, რა ხდება?!
- ამას აქ რა უნდა? ბიჭებო ცუდათაა ჩვენი საქმე...
- მამაშენიც აქ არის ბიჭო.
- ხო ვნახე. ვერაფერს დაგვაკლებენ!

* * *
ცალკე ფაცხაში მოითხოვეს სუფრის გაშლა სახელმწიფო „გვირგვინოსნებმა“. თავმოყრილ ჩინოსნებს შორის, ინვესტორთა წარმომადგენლებიც ერივნენ. ზეიმობდნენ და ხარხარებდნენ უმისამართოთ: - აქ სიცილია საჭირო, თუმცა ამერიკულ იუმორს ვერ გუობდნენ. - აქ სერიოზული სახეებია საჭირო, თუმცა არ ეპიტნავებოდათ თავის კვრა გაუგებარ სიტყვებზე. თარჯიმნის ნათარგმნის შემდეგ კი ერთი-ორად მოძრაობდა მოლიპული და შეღებილი ბობოლა თავები. თვალები უბრალო ბურთულებად ექცათ.
- შემოსვლისას შენი ბიჭი ნახე?
- ვნახე. შენსას თუ მოჰკარი თვალი?
- კი.
- შენიც აქ არის.
- არც შემოუხედავს.
- რაღაც შენსას ვერ ვხედავთ?!
- ჩემი ერთგულია. ვუყვარვარ და პატივს ვცემ. ჩემით არსებობენ ეგ ნაბიჭვრები. რა აქვთ სათქმელი. ნეტა გაბედონ. ჩემი ხელით დავსვამ ქონიან ლაფათქზე. - არაჩვეულებრივი მეტყველება.
- მიმტანს სთხოვეთ.
მიმტანი უკვე უახლოვდებოდა სუფრას.
- ყველაფერი იცით. სახელმწიფო ანგარიშზე. და კიდევ. აი ეს პატარა რაღაც. იქნებ იმ ახალგზრდების სიახლოვეს მოათავსოთ.
- ვერ გავაკეთებ. შემამჩნევენ.
- ფული, ხომ არ გინდა?
- არა რას ბრძანებთ?!
- ხომ იცი, ჩვენ ფული არ გვაქვს. - გულიანად გაიცინა. მიმტანიც ძალადობრივი ღიმილით აჰყვა სიცილში.
- არ შემიძლია!
- სამსახურს დაკარგავ, ლუკმა პურს ვერ მიუან შენს ნაბიჭვარ შვილს. იქნებ დაფიქრდე ამაზე?!
- კარგით, მომეცით.
- ასე, არ სჯობს? კარგი გოგო ხარ. ამ საღამოს რას აკეთებ?
- დედასთან მივდივარ საავადმყოფოში. ავად მყავს.
- მოასწრებ. მოგვიანებით მიხვალ. ჯერ ჩემთან მოგიწევს წამოსვლა.სულ ექვსნი ვიქნებით. თორმეტის ნახევარი, ხომ ექვსია? ე.ი. თორმეტის ნახევარზე გელოდები გარეთ.
- კარგით. - შიშმა გამოაყარა სახეზე ახალგაზრდა მიმტანს. ულამაზესი მეტყველი სახე დასევდიანდა. ფერკმთალი და განადგურებული შეუდგა შეკვეთის განხორციელებას.

* * *
ბიჭები შეზარხოშდნენ... სიყვარულმა იფეთქა... დადგა ტრფიალი ერთურთისა და სადღეგრძელოებისა!!! იქსოვებოდა ყაიზნაყით სიტყვები, იკვეთებოდა სილამაზე მათ შემოქმედებაში... გაახსენდათ ბობოლა ბიძიები და მამიკოები...
- ნეტა რას გვიმზადებენ?
- წარმოდგენაც არ მაქვს?!
- ხომ არ გვისმენენ?
- აბა როგორ? ისინი ცალკე „კუპეში“ ლოთაობენ.
- მართალი ხარ!
- თუ ვრისკავთ. არც არაფრის უნდა გვეშინოდეს!
ჩათვალე, დრო შეგიძლია დაადანაშაულო, მორიგი რისკისას?
დროს ვერ დაადანაშაულებ, ის ადამიანის ფიქრებს მიღმაა!

* * *
ივნისი
წელიწადის მეექვსე თვე. ფართოფოთლოვან-ჩრდილოვანი თვე. მზის გააქტიურების ფაზა. ქალაქის პარკებში მწვანე ფითილები ხურდებიან... ქუჩებსფენილი რუხფეროვანი ზეწრები ორთქლდებიან. ალაგ-ალაგ ნაკემსი ჭრილობები წყალს ითხოვენ. მრავალსართულიანი ქალაქის ბინები,  თავს იწონებენ არაპროფესიონალი დალაქების მიერ შესრულებული ვარცხნილობებით, ასევე კოსმეტოლოგებიც ქალაქის მიერ გაღებული სახსრების შესაბამისად მოქმედებდნენ. გაქუფრულ ქალაქს მხოლოდ მზის სხივები შველოდნენ დილით. ღამით კი ქუჩის ლამპიონები ატყუებდნენ პირწმინდად, ბათქაშჩამოცვენილ შენობებს... დასაწყისი იძულებით-გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართების „ კეთილგონივრული“, მიზანმიმართული რესტავრირებისა. სათვალიან-ჯიპიანი ღიპუცა ბიძები აკონტროლებენ და განკარგავენ ფულადი სახსრების გარდაქმნას მასალების სახით... თითო ოჯახზე ჩვიდმეტი ათასი მწვანე ქაღალდი უნდა იქნას განკარგული, მაგრამ კუჭიაშვილების ხელში გავლილ ქაღალდებს ფერიცვალება ემართებათ და მხოლოდ სამი ათასი ფერდაკარგული ქაღალდი აღწევს დასახულ ობიექტებამდე. ზოგი კმაყოფილია, ზოგიც უკმაყოფილო...
რისკის მოყვარულთათვის...
ბირჟა!

- არა ძმაო, ესენი რაღაცას მაიმუნობენ, სად მიდის ჩვენთვის გამოწერილი თანხები?
- რა გაწუწუნებს ადამიანო? რით ხარ უკმაყოფილო?
- ჩვენი ფულებით ნაყიდი „ოჯალეშით“ მიირთმევენ სადღგრძელოებს, ჩვენ კი ვბირჟავიკობთ აქ უფულოდ და ვვარაუდობთ... - საუბარში კიდევ ერთი მამაკაცი ჩაერთო:
- არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ხელისუფლებამ შთაგაგონათ თუ რა არის შუქი ოცდაოთხსაათიანი, რა არის გზები, გაზი და ა.შ... - ადგილობრივმა განაგრძო საუბარი:
- იქნებ დაფიქრდეთ და სხვა, მეტად საჭირბოროტო რამ აღმოაჩინოთ ამ საყოველთაო სარესტავრაციო მობილიზაციაში. მაგალითად ის, რომ არ არის გამორიცხული თქვენთვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ან ბინის დაკანონების შემდეგ, სრული ლეგალიზაცია მოხდეს თქვენი და სტატუსი გაგიუქმონ. აღარ იქნებით ე.წ. ლტოლვილები. რაც დამახინჯებულად დაქარქვეს. თქვენ იძულებით გადაადგილებული პრები ხართ. ლტოლვილები კი სხვა ქვეყნებში გახიზნულებს ეწოდებათ.
- მართალა?!
- კი, ეგრეა.
- კიდევ რა იცი?
- არაფერი ვიცი, უბრალოდ დარწმუნებული ვარ ეგრე მოხდება. შემდეგ იქნება, აფხაზეთისა და ოსეთის საბოლოო აღიარება დამოუკიდებელ ქვეყნებად.
- ეგ, როგორ?
- როგორ და თუ თქვენ ლტოლვილები აღარ იქნებით, დასაბრუნებელიც აღარავინ იქნება. თავის რჩენა თვითონვე მოგიწევთ.
გაფითრებული სახეებიდან დაყვლეპილი თვალები ეხეთქებოდნენ ერთი-მეორეს. მაინც ისმოდა გასასამართლებელი სიტყვები ვიღაცეების მიმართ. - დღეს ასეა ხვალ უკეთ ვიქნებით!
- ღმერთმა გისმინოს! მეც ეგ მინდა.
- ჩვენს მეზობელს ინტერნეტი აქვს სახლში. იცი რა ხდება დედაქალაქში?! ვერ დაიჯერებ...
- რაო, რას ამბობენ?
- ხალხი სცემეს. ყოველი ღამე მათთვის კოშმარულია. გარბიან, მაგრამ ყველგან ჩასაფრებულები ელოდებიან. დაშინებები საზოგადო მოღვაწეების მიმართ.
- რას ამბობ?
- სულ ორი არხი მაუწყებლობს ობიექტურად.
- იმ დღიდან დაიღუპა ჩვენი საქმე, როდესაც გლეხის გასარჩევი გახდა პოლიტიკა.
- აბა როგორ?! მართალი ხარ!
ენის სიგძეს ვერ გაზომავ, რადგან სულ მოძრაობაშია!
- გახედეთ ვინ მოდის.
- გვეახლა მილიონერი. ეგეც ამ საქმეშია?
- დააცდენდა, როო? რამოდენიმე ათეულობით მილიონებია ჩამორიცხული.
- შემოვევლე ამერიკელებს!
- მოკეტე, ლენჩო. იქნებ რუსებიც გეთქვა?!
- ვითომ რა დაგიშავა ამერიკელებმა?
- არაფერი, უბალოდ ისინი სულს და კულტურას ფულით შლიან და არღვევენ პატარებს, ხოლო რუსები შეუბრალებელი დათვივით, ხორცს გვიჭამენ. აბა ახლა რას მეტყვი? როგორ მოვიქცეთ?
- არ ვიცი?!
- არც მე.
- იქნებ იოჰოველებს ჰკითხო?
- გადაშენდა მაგათი თავი ერთ დღეს.  ერთი მაგათი ნაბიჭვარი დედა...
- შენ, რა იკლავ თავს ეკლესიაში სიარულით?
- ჩემი პატარა ეკლესია სახლში მაქვს... სანთელ-საკმეველიც არ მაკლია, არც ცოდვები. დროც ჩემი ფეხის ხმას მიჰყვება.
- წაეთრია, ვაჟბატონი.
- ნეტავი მე მომცა მისი ფული!
- რას იზამდი?
- ვალებს დავფერთხავდი, ისევე ენერგიულად, როგორც ჩემი მეუღლე ფერთახვს ხოლმე ხალიჩას.
- შენ მოისპე იქით... რა გულიანად გამაცინე?
- რა იყო ადამიანო? შენც მოგცემდი, სხვასაც მივცემდი. შვილებს განათლებას მივცემდი, კიდევ სახლს ვიყიდი დიდი, უზარმაზარი, მიწის ნაკვეთით, მაგალითად მცხეთაში, ახლოს ჯვართან.
- კიდევ დაგრჩა ფული...
- ხო მართალი ხარ! დარჩენილს - გაჭირვებულებს, უსახლკაროებს და უპატრონო ბავშვებს გავუყოფდი. ასევე ეკლესიას შევსწირავდი.
- კი, მაგრამ ეკლესია სახლში მაქვსო არ თქვი?
- ჩემი ეკლესია ჩემი გულია! როგორც არ მინდა მისი ძგერა გაჩერდეს, ასევე არ მინდა ეკლესიის გულის ცემა, გალობაში ასახული შეწყდეს.
- მღვდლებზე, რას იტყვი?
- ეგ არის, რომ მაგიჟებს. მღვდლები ოხროხინეები მომრავლდნენ. გაიგებდით, ეს ჩვენსას მოხდა: ორსულ ქალს წიხლი უთავაზა მამაომ. იმ დღესვე მოეშა მუცელი ახალგაზრდა გოგონას. დღეს ისევ მღვდელია. ოთხმოცადაათიან წლებში, ზუსტად არ მახსოვს რომელი წელი იყო ოთხმოცდათერთმეტი თუ ოთხმოცდათორმეტი?! სამოქალაქო ომის პერიოდში ხდება ეს: ბიჭები ბირჟაზე შეკრებილან ეზოს ახლოს, რადგან ქალაქში მოძრაობა სარისკო იყო ძალიან. საუბრობდნენ, როგორ ჩვენ, მაშინაც პოლიტიკაზე. ზოგი ზვიადს ლანძღავდა, ზოგი კიდევ „თეთრ მელას“. სჯაბაასში გართულებმა, ნახეს თუ როგორ თავქუდმოგლეჯილი შემოვარდა ეზოში მათი მეგობარი მღვდელი. ჰკითხეს: რა გჭირსო? მან უპასუხა: - ახლა ვიწამე ღმერთიო... თურმე ტყვიების წვიმისთვის ძლივს დაუღწევია თავი. გახსოვთ ალბათ, ტაძრის დაბრუნების პერიოდებში როგორი დაპირისპირების მომსწრენი გავხდით სამღვდელოებასა და თეატრის დასს შორის. იმ პერიოდში თეატრალებიც იყვნენ ზოგ საკითხებში დამნაშავენი, მაგრამ სულიერმა მოძღვარმა და საკუთარი ერის სიყვარულში გამსჭვალულმა არ უნდა იკადრო და არ უნდა დასწყევლო, ანათემას არ უნდა გადასცე ყველა ერის წარმომადგენელი განურჩევლად ასაკისა... მეტი რაღა გითხრათ? რუის-ურბნისის კრებაა თავიდან მოსაწვევი, მაგრამ არც დავითი გვყავს სათავეში, სამწუხაროდ. გულზე კი დაადგა ფეხი, იმ იმედით, რომ ის იქნებოდა თითქოს ერთადერთი და განუმეორებელი მმართველი მეფე საქართველოისა!
- არაფერი მეთქმის, მაგრამ ხომ არიან ჭეშმარიტი მოღვაწენიც?
- რა თქმა უნდა. მე ვთქვი ოხროხინეები უნდა მოვიშოროთ-მეთქი. ეს უშველის სარწმუნოებას.
- ჯგირ ასე ჯიმალეფ. გეთუ რაგადიქ. დისერუ. ივდათ, დივფაჩათ. ******
- მართალი ხარ დაგვიღამდა. დროა სახლებში გავნაწილდეთ. გამიშრა ყელი. ცივ წყალსაც გეახლებით ოჯახში. - ჩაიცინა თანამოსაუბრემ.
- спакойни ночи! - ბოლოს ძლივს ამოიღო ხმა ერთერთმა იგპ-მა.
-კარგად მეყოლეთ! ერთი წუთით... მოითმინეთ. რა ჭირთ ბავშვებს?!
- მართლაც. რა აყვირებთ?
- მამა, მამაააა! ჩამოვარდააა, ჩამოვარდააა...
- ვინ ჩამოვარდა შვილო? ვინ? ამოშაქრე აბა!
- ის, მამააა... ის - სახელი ვერ გაიხსენა ბიჭუნამ.
- დაწყნარდი შვილო!
- შენ მითხარი, ვინ ჩამოვარდა? სად?
- წამოდით ჩქარა, ჩქარაააა... იქნებ გადარჩა.
- „სინკარებს“ შორის მოჰყვა მამა.
- რაო? - გულამოვარდნილი ეკითხებოდა შვილს და თან მითითებული ადგილისკენ გარბოდა. მას, ყველა მოლაყბე თან მისდევდა. ბავშვები წინ მირბოდნენ. საზარელი სურათი დახვდათ ადგილზე მისულებს. ჩვიდმეტი წლის ბიჭი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ. დედისერთა ჭაბუკი, მშობლებისა და საკუთარი კეთილდღეობისთვის ზრუნვას შეეწირა.
- აქ რას აკეთებდით, ბიჭო? რა ჯანდაბა გინდოდათ? რა მოხდა მითხარი?
- არ ვიცი მამა. - ხმის კანკალით პასუხობდა ბავშვი.
- შენ სად იყავი?
- აქ, მაგრამ მოშორებით ვიდექი. ყვეაფერი დავინახე.
- მაშინ მითხარი რა მოხდა? შენ ძუკუ მოდი აქ! სასწრაფო გამოიძახე და ტვირთამწეც მოიყვანე.
- ახლავე. - გაშპა ძუკუ და გაუჩინარდა.
- აი, აქ ვიდექი. „სინკარი“ ჩამოიშალა და შიგნით მოჰყვა. კედლის დასაშლელად ვიყავით წამოსულები. აგურები უნდოდა სახლისთვის. თორმეტში ცოლი მომყავსო, ასე ამბობდა: - უნდა მოვასწროო. - თან სახლებს ხომ გვიკეთებენ. ვერ მოასწრო გადახტომა. აიხედა თუ არა ზედ დაეცა. - ტირილით უპასუხა ვაჟმა მამას.
- შენ გადაარჩინე! შენ გადაარჩინეეე!!! ღმერთო, ეს დაწყევლილი შენობა ვერა და ვერ დაანგრიეს. რამდენჯერ მივწერეთ მუნიციპალიტეტს და მერიას. საქმის კეთების ნაცვლად დიდი სანაგვე ყუთები დგას კაბინეტებში, რათა თავისუფლად, სკამიდან გაუნძრევლად, მოათავსონ ურნაში მოქალაქეების განცხადებები. ღმერთო შენ გვიშველე! - წასკდა თვალებიდან ცრემლი.  - ნახე სუნთქავს?
მხოლოდ თმა და მარჯვენა ხელის მტევანი მოსჩანდა უბედურისა.
- ვერ მივალ ადამიანო! გული მეცა მაქვს.
- я падайду. - აცრემლებული უპასუხა იძულებულმა.
- მკვდარია
- საცოდავი შენი მშობლები შვილო! - ქვითინებდა ბირჟის თანამოსაუბრე.


* * *
სახლში მისულ მამას. შვილი სავარძელში დახვდა, კათხით ხელში. ლუდს მიირთმევდა თან ფეხბურთს უყურებდა.
- სად იყავი მამა?
- ობიექტზე?
- რა ობიექტზე? ეს კიდევ ახალი ამბავი?!
- არაფერი ახალი. ყველაფერი ახალი ძველია.
- ისიც, რომ დღეს შენთან იყვნენ მოსულები?
- ვინ?
-არ ვიცი.
- ეგეც ძველია. გასული თვის. ხო, რა გაგიკვირდა?
- არაფერი.
- ბაბუშენი სად არის?
- საძინებელში. სძინავს.
- გასაგებია. ცოლს ვირთავ.
- რაო?
- ვერ გაიგე? ცოლს ვირთავ.
- ეგ როდის გადაწყვიტე?
- ესეც ძველია.
- ახალს არაფერს მეტყვი?
- არაფერს. ბირჟაზე ჩემი აქციების ფასი ვარდება.
- არაუშავს, როგორმე გადაიტან.
- მე შეიძლება გადავიტანო. აი შენ კი ვერ  გადაიტან. მოკვდები მშიერი.
- რატომ ვერ გადავიტან? შენ არ თქვი ეგ აქციები ჩემიაო?! ამიტომ მე საერთოდ არ მაღელვებს. იქნებ ხშირად მოხვიდე სახლში და დამაკვირდე თუ ვისი ფულით ვიკვებები.
- ისედაც ვიცი. ჩემი ფულით.
- ცდები! მე ჩემი ბიზნესი მაქვს.
- ნუთუ?! ეგ ბიზნესი ჩემი კაპიტალით ააწყვე.
- მერე რააა?! მამა ხარ.
- ეგ რა მითხარი... გმადლობთ, რომ შემახსენე.
- მართლაც დროული იყო. მითუმეტეს როცა ცოლს ირთავ. იქნებ გაგახსენდე და მკითხო: ვარ თუ არა თანახმა.
- უნდა ჰგკითხო?
- არა?!
- გეკითხები: თანახმა ხარ, რომ ცოლი შევირთო?
- მოვიფიქრებ.
- მამა, მიყვარხარ შვილო!
- დღეს რა ლმობიერი და სათუთი ხარ?! - გაკვირვებული ახედა სავარძელში მოკალათებულმა.
- უბრალოდ, მინდა იცოდე. სხვას ვერაფერს გეტყვი და რასაც გავაკეთებ აწი, ყველაფერს შენი კელთიდღეობისთვის.
- დარწმუნებული ხარ? - ეუცხოვა მამის ასეთი უეცარი სახეცვლილება. იქნებ ეს სიყვარულმა განაპირობა?! იქნებ ის ქალი მართლა ღირსეულია და მისი დამსახურებაა ვექტორის შემობრუნება?!
ფიქრი მკვლევარი ლაბირინთში... გაქრა ცის სარტყელი, გამოჩნდა უჯრედში რეალობა. სხივებით ნათდება თვალები, თითქმის ბედნიერი სახე აკიაფდა ოთახში. მეორე სავარძელი შეივსო აუწონავი კილოგრამებით. დაამეტყველდა შვილის ემოციას. ბარიერული კარი შეიღო თითქოს. შეღებისას, სუფთა ჰაერი იგრძნეს.
ტელეფონმა დარეკა.
- გისმენთ!
- შენ ხარ?
- დიახ. კარგით, მესმის... აუცილებლად. ახლავე გამოვდივარ!
იდაყვზე კბენა, ლამის სანატრელი შეიქნა მისთვის. ყალყზე მდგამ თმებს ხელისგულები გადაუსვა და სახლიდან გავარდა. გარბის, მაგრამ ვეღარ დაეწევა...
ჩათვალე, დროს გაასწარი?
დროს ვერ გაასწრებ, ის შენი ფეხის ხმას მიჰყვება!

* * *
რისკის მოყვარულთათვის...
შამპანური!

ივლისი
წელიწადის მეშვიდე თვე. გაორებული წარმოსახვა... სხივობისთვე... მზის დარტყმა. ტრანსფსიქოლოგიური აშლილობის ფაზა. დაუოკბელი სწრაფვა სმისკენ. დარაბები დასაცავად... გამთბარი ჰაერი სხეულში ცივდება. ჩრდილოანი, შემდეგ გათეთრებული ფურცლები ეფანტება საზაფხულო არდადაგებზე.  ერთი ღამე მიყუჩდა. ტირიფი მდინარეში ჩაწვა და ძილს მისცა დაღლილი ტოტები.
ისევ სავარძლები. ერთი დაკავებული, მეორე თავისუფალი. ელის აუწონავ კილოგრამებს. ბაბუას ისევ სძინავს. მამა ისევ ღამით ბრუნდება სახლში. თორმეტიანელების შეკრებები აქტიურ სახეს იღებს. ბიჭები ჩუმად და კანონის ფარგლებში მოქმედებენ. დედის ნაცვალი სამზარეულოში აქტიურობს.
- მოხვედი საყვარელო? დღეს ცხელოდა საშინლად... სიცხეში ხომ არ მოგიწია საქმიანობა?
-  კი, დღეს ახალი საწარმოს გახსნაზე ვიყავი. მთელი სამი საათის განმავლობაში თაკარა მზის ქვეშ გავმართეთ მთავრობის სხდომა. ვიდექი. ხუთი წუთითაც არ დავმჯდარ სკამზე. დაუოკებელი ენერგიის მატარებელია ჩვენი „შეფი“
- სანაცვლოდ, მის ფულებსა და დაწინაურებებს უნდა უმადლოდე. რომ არა ის...
- მართალი ხარ. გასულ თვეს გაკოტრებას გადავჩი აშკარად. გახსოვს არა?! მოგიყევი კიდეც, მახსოვს ჩემი აქციების შესახებ. იმ ბიჭის გარდაცვალების საქმიდანაც ძლივს გამოვძვერი. რა ჩემი ბრალი იყო თუ შენობა მისით ჩამოინგრა?!
- არ იფიქრო... ნუ დარდობ. უკვ ყველაფერი კარგადაა.
- გამარჯობა მამა. - მიესალმა რძალი.
- გამარჯობა შვილო. - უკვე აღარ ცხარობს მამამთილი.
- შენი ქმარი სად არის?
- მისაღებში.
- კარგი მეც წავალ ტელევიზორს ვუყურებ. რა გადის ხომ არ იცი?
- ყველგან ყველაფერი იგივეა... ტყუილები, ტყუილები და კიდევ ტყუილები...
- შენ მაინც ნუ ჩაერევი ამ საცოდაობაში.
- კარგი მამა. - გაუღიმა რძალმა.
- საჭმელი გინდა?
- არა. ნაჭამი ვარ. რესტორანში ვიყავით ბიჭები. გავალ ვუყურებ, ხო?
- კარგი.

* * *
- გამარჯობა შვილო.
- გამარჯობა მამა. როგორ ხარ?
- კარგად. შენ?
- მეც კარგად.
- იქნებ შამპანური შევსვათ?
- სიამოვნებით!
- ძვირფასო ერთი ბოთლი ცქრიალა მოგვიტანე!
- ახლავე.
- რას ავღნიშვნავთ?
- ჩემს გადარჩენას, რისკს და წარმატებას.
- გაგიმარჯოს!
- შენც!
ცარიელი ჭიქები სავარძლის სახელურებზე ჩამოდვეს.
მხოლოდ თითო-თითო ჭიქა მიირთვეს. ტელევიზორის ყურება განაგრძეს. აღარ საუბრობდნენ. მხოლოდ ტელევიზორი ღრიალებდა მაღალ ხმაზე.
- კარგი მე წავედი, დავწვები, უკევ გვიანაა.
- მოიცადე შვილო, უნდა გელაპარაკო.
- რაზე?
- იქნებ დამითმო დრო.
- კარგი მამა.
- ჩემი საქმე მინდა ჩაგაბარო.
- არ გამოვა.
- რატომ?
- იცი შენ თუ რატომაც...
- კი, მაგრამ...
- მაგრამ არ ითქმის აქ. არ შემიძლია. ჩემიც კისრამდე მყოფნის.
- ოდასღაც ხომ მაინც შენ უნდა მართო ყველაფერი?
- შესაძლებელია, მაგრამ არა ახლა.
- მე მინდა ლეგალიზება მოხდეს ჩვენი კაპიტალის და ნაკლებ პრობლემური იყოს.
- იქნებ ართალი ხარ, მაგრამ მე სხვა საქმეები მაქვს, თუნდაც სამშობლოს კეთილდღეობისთვის საკეთებელი.
- სამშობლოს უშენოდაც მოუვლიან.
- ვერ უვლიან, პირიქით, მალე უფერულები და ადვილად მართვადი ქვეყანა გავხდებით.
- უნდა გითხრა, გთხოვ მომისმინე! შენზე გაფრთხილება მივიღე გასლ თვეში.
- გაფრთხილება?
- ჰო... მინდა ჩამოშორდე შენს მეგობრებს და ჩემს საქმეს მიხედო.
- კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ. მე ძმებთან ერთად ქვეყნისთვის სასიკეთო გვინდა. თქვენ კი  ზრწნით ჩვენს თაობას და მომავალსაც.
- გეხვეწები, იქნებ დაშოშმინდე და დამიჯერო!
- შეუძლებელია! ჰგონიათ, რომ დრო თქვენია და ეპოქაც თქვენით დაიწყო? მეტს ვეღარ დაგითმობ დროს. ხვალ ადრე უნდა ავდგე. ძილინებისა!
- კარგად!

ჩათვალე, დრო შენ შეჰქმენი და ახალი ეპოქა შენით იწყება?
დროს ვერ შექმნი, ის თავად გაყალიბებს!

* * *
აგვისტო
წელიწადის მერვე თვე. ცხელი, ლურჯი, სველი თვე. ქალაქის პარკებში გახურებულ მწვანე ფითილებს წვერებზე ალი უთამაშებთ, ქუჩებსფენილი რუხფეროვანი ზეწრები ლღვებიან. ყველა სულიერი პირღია ოხრავს და წუხს. ზღვის სანაპიროებზე ჰომოსაპიენსების ცვენაა. ლაპარაკობენ ამინდზე... საზამთროს წითელი შიგთავსი მოწურწურებს მათ ნიკაპებზე. ზოგი ხელისგულებით, ზოგიც მკლავებით იწმენდს წითელ სითხეს. განტვირთვის თვე...
- შვილო, გაუშვი ცოლ-შვილი დასასვენებლად.
- მართალი ხარ.
მეუღლეს გასაძახა, რომელიც სამზარეულოში საქმიანობდა:
- იქნებ ბავშვთან ერთად წახვიდე დასასვენებლად?
- სად სიხარულო?
- ზღვაზე.
მისაღებ ოთახში გამოვიდა გოგო და გახარებულმა მეუღლეს მოხვია ხელები.
- მიყვარხარ! როდის წავიდეთ?
- მე ვერ წამოვალ ძვირფასო, საქმეს ვერ მივატოვებ.
- მე მარტო? ვერასოდეს იცლი ჩემთვის.
- მარტო არა, ბავშვიც წაიყვანე. უკან დაბრუნებისას მეც ჩამოგაკითხავ ორი დღით ადრე. ეს თვე დაისვენე. ბავშვისთვის მისწრეებაა ზღვა.
- კარგი.
- მოემზადე. ხვალ წაგიყვან.
* * *
დაიმსხვრა ჭიქა?
დამარცხდი!

მშვენიერი დღე გათენდა. ჩასხდნენ მანქანაში და გეზი დასავლეთისკენ აიღეს. საშინლად ცხელოდა, მაგრამ ავტომანქანის კომფორტულობიდან გამომდინარე არ აწუხებდათ სიცხე. გვერდით მჯდომ მეუღლეს პეიზაჟით ტკბობის სრული თავისუფლება ენიჭებოდა. თვალების ცეცებით აკვირდებოდა ირგვლივ მორბენალ არე-მარეს.
- სასტუმრო დაჯავშნე ძვირფასო?
- რა თქმა უნდა ძვირფასო. ძალიან კარგი სასტუმროა. ოცდახუთი დღით მოგიწევს დასვენება.
- რამდენი გადაიხადე?
- სამი ათას ხუთასი.
- ღმერთო, შენ გაგიჟდი? - კითხვა დასვა სხვათაშორის.
- არა საყვარელო. ნუ გეშიანია ფულსაც დაგიტოვებ. ათასი დოლარი წამოვიღე შენთვის.
- მადლობა ჩემო სიხარულო! მიყვარხარ სიგიჟემდე!
- მოვედით.
- რა კარგი სასტუმროა?
- გამარჯობათ.ნომერი დაჯავშნული გვაქვს.
- თქვენი ნომერი?
- ჩვიდმეტი.
- ინებეთ. კონსიერჟი ახლავე გეახლებათ და გაგაცილებთ.
- გმადლობთ.
მეორე სართულზე მდებარეობდა მათი ლუქს ნომერი. აივანი ზღვის მხარეს ჰქონდა. საოცრად მომხიბვლელი იყო ნომერში სამივე ოთახი: საძინებელი, სამზარეულო და მისაღები. აბაზანა ერთობ ორიგინალური.
- კარგი საყვარელო, მოეწყვე. მე უნდა წავიდე.
- მოდი ჩემთან ჩემო ანგელოზო! - ეამბორა ლოყაზე და ბედნიერი, მოცისკროვნებული თვალები გააყოლა მიმავალ მეუღლეს. - იქნებ გაგაცილო?
- არ მინდა, ძვირფასო. დაისვენე. დამირეკე ხოლმე. მეც დაგირეკავ.
- კარგი. კეთილი მგზავრობა. ჭკვიანად გზაზე. არ იჩქარო.
- ჰო.

* * *
ინტრიგა...
ვნება...
ემოცია...
ახლოს ახალ დროსთან...
ცხელი ვნებიანი სანაპირო...

ქვიშიანი სანაპირო. მზე ზღვით ნაყრდებოდა. მას არ სწყუროდა. სწყუროდათ ადამიანებს... ვნება აშლილი ქვიშა ზღვის ქაფით იოკებდა მოვარდნილ წადილს. სტუმრობდა ქვიშა სხვებთან ერთად დედა-შვილს. ოქროსთმიანი ლამაზმანი, ცისფერთვალება, გრძელწამწამიანი, საზღვაო სამოსში გამოწყობილი გოგონა მიაბიჯებდა ცხელ ქვიშაზე შვილთან ერთად. შეუმჩნეველი არ დარჩენილა ლექსად ნაქარგი ხეული. ქვიშის ზედაპირზე მოხეტიალე ყოველი თვალი უცქერდა მომღერალ სხეულს, რომელიც სანატრელ სურვილს აღუძრავდა თითოეულს...
წამოწვა ქვიშაზე სხეული. ბავშვმა იქვე დედის ფეხებთან დაიწყო ქვიშაში თამაში. ნებივრობს სხეული სულთან ერთად. ტრიალებს დედამიწა მის თვალებში. ზეცა ხან მის თვალებს ეხატება, ხანაც ზურგს უკან იმალება. ტრიალებს სამყარო, დრო გადის.
გაახსენდა ბავშვი... თვალი გაახილა მაგრამ ბავშვს თვალი ვერ მოჰკრა. იფიქრა ალბათ ზღვაში თუ შევიდაო. - ღმერთო დავიღუპე! სად ხარ შვილო? მიშველეთ, ბავშვი დავკარგე... გულთან ერთად ფეხისგულებიც ეწვოდა ცხელი ქვიშის გამო.
მოულოდნელად უკნიდან ფეხებზე ხელის ფათური იგრძნო. მოიხედა, ქვემოთ დაიხედა, მის წინ ბავშვი შენიშნა მხოლოდ.
- სად იყავი პატარა, როგორ შემაშინე...
- არსად დედიკო. ძიას ვთამაშობდი.
- ვინ ძიასთან პატარა? - ოდნავ მოშორებით შენიშნა ახალგაზრდა, სიმპატიური ბიჭი, ასე ოცდახუთი წლისა იქნებოდა. სპორტული აღნაგობის, კაკაოსფერი კანისა, რომელიც თვალებში შესციცინებდა მას და ბავშვს.
- ჩემთან იყო.
- გამდლობთ, რომ მიხედეთ ჩემს პატარას.
- არაფრის! როგორ გეკადრებათ. ჩვენ დავმეგობრდით. ხომ მართალი ვარ პატარა?
- კი. - უმალ პასუხი გასცა ბავშვმა.
- მარტო ხართ?
- დიახ!
- თქვენ?
- მეც მარტო ვარ.
- თქვენი მეუღლე?...
- არ მყავს.
- არ უნდა მეკითხა. - თითქოს ბოდიშს იხდიდა ახალგაზრდის წინაშე.
- არაფერია საბოდიშო.პირიქით მე განერვიულეთ ბავშვის გამო.
- რას ამბობთ... - თავი დახარა მორცხვად, რადგან დამნაშავედ გრძნობდა თავს. ზედმეტმა სიხარულმა დაავიწყა, რომ ბავშვთან ერთად იმყოფებოდა.
- კარგით დაგტოვებთ.
- გმადლობთ ყველაფრისთვის.
- იქნებ...
- დიახ! - წამოსცდა დაუფიქრებლად აცახცახებულ ბაგეებს სიტყვა ვაჯისთვის სანატრელი.
- სასიამოვნოა თქვენი თანხმობა. საღამოს გელოდებით ბუნგალოსთან. ვივახშმოთ. გელოდებით! - დაემშვიდობა ახალგაზრდა მზისგან წამოსულ ერთ სხივს... ხელი გაუწოდა გოგონას. გოგონამაც არ დააყოვნა, ნიშნად პატივისცემისა და დაფასებისა გაუწოდა ხელის მტევანი. ახალგაზრდა ეამბორა მას ხელზე, შემდეგ კი თვალი ჩაუკრა, ნიშნად დამეგობრებისა.
დარჩა მარტო ბავშვთან ერთად გოგონა... საკუთარ თავს კიცხავდა უმოქმედიბსა გამო, ბავშვი ჩაიკრა გულში და აქვითინდა. ცრემლები ორივ თვალიდან მოსდიოდა. ერთი მეტყველებდა ბავშვის სიყვარულს, მეორე კი გაურკვეველი მიზეზის გამო სველდებოდა და ჩამოგორებულ ბურთულებს ღაწვებიდან იწმენდა ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცის დახმარებით. განცდილმა შიშმა და უცნაურმა შეხვედრამ აიძულა დაეტოვებინა სანაპირო. ნომრისკენ გაემართა. გასაღები კარს მოარგო და ოთახში შევიდა. ბავშვს წყალი გადაავლო, დაღლილ პატარას ზღაპრის თხრობაში ჩაეძინა. ზღაპარს რა თქმა უნდა კეთილი დასასრული ჰქონდა, მაგრამ დასრულებამდე ჩაეძიანა.
ფიქრები მოფრინავდნენ გონებაში: - დიდების ზღაპარში ვარ. უბრალოდ დასასრული არ ვიცი. რა იქნება ჩემს თავს? ღმერთო ეს რა ჩავიდინე?! იქნებ არც ღირდა თანხმობა მიმეცა ახალგაზრდისთვის. მე ხომ სახელიც არ ვიცი მისი, მაგრამ უხერხული იყო ჩემგან უარის თქმა შემოთავაზებაზე. ბოლოსდაბოლოს, მან ხომ ჩემს შვილს უპატრონა. ნიშნად მადლიერებისა უხერხული იქნებოდა ჩემგან უარის თქმა. მართალი ვარ! - ამხნევებდა საკუთარ თავს გოგონა. ჩაფიქრებული თვალები ჭერს უმზერდა, დროდადრო ერთი ყლუპის გასაკეთებლად ვისკით სავსე ჭიქას დააცქერდებოდა, თითებით უტრიალებდა, შემდეგ ხელის ვნებიანი მოძრაობით ისპირდტავდა ყელს, თითქოს იძულებით მოსულ თბილ სტუმარს ახრჩოდა სიმწარეში. ბოღმა ახრჩობდა საკუთარი  უსუსურობისა. საათს ხშირად უცქერდა, თითქოს წამებს ითვლისო მოსალოდნელი შეხვედრისა. - წამები მეპირფერებიან, მძულხართ, რადგან თან დამყვებით, დამტოვეთ მარტო სხეულთან და სულთან, მიმძიმს ყოველი თქვენი კილოგრამები, სასწორს ვმალავ და არ ვიწონები, მეშინია კილოგრამების. იქნებ უფრო მეტი უნდა დავიკლო რათა მეტი სიმტკიცე გამოვიჩინო?! არა! ვეწინააღმდეგები საკუთარ გრძნობებს, არ მიშველის... პირიქით, მეტს დავკარგავ და ძვალს აღარ შემოეტმასნებიან აფოფრილი ვნებებიი... ეგ მომეწონა, ყოჩაღ მე! ისევ ვეწეინააღმდეგები საკუთარ აზრებს. ე.ი. სისუსტე მარგებს?! ღმერთო, დამეხმარე! ძლიერი მინდა ვიყო. არ შემიძლია... არ წავალ! გმადლობთ ღმერთო. კარგი გამოსავალია. არ წავალ! ფიქრებში გართულმა ვერც კი შემჩნია თუ როგორ გამოვიდა ოთახიდა ბავშვი. ხელის შეხებისას გაახილა თვალი და მისი პატარა მის წინ იღიმოდა. ხელიები გაეშალა და ითხოვდა ჩახუტებას. მშობელმაც არ დააყოვნა. ჩაიკრა გულში და თვალებიდან ისევ ცრემლები გადმოეფინა ლოყებს.
- მიყვარხარ პატარა!
- მეც დედიკო. რატომ ტირი?
- არაფერი შვილო. სიხარულის ცრემლებია.
- რა გიხარია?
- შენ, რომ მყავხარ...
- რატომ დედიკო?
- ჩემი მომავალი ხარ პატარა.
- დედა მომავალი რა არის?
- შენთვის უცხო სამყაროა შვილო?
- რატომ?
- იმიტომ, რომ ჯერ მას არ იცნობ კარგად.
- როდის გავიცნობ?
- მომავალში...
- მომვალს მომავალში როგორ გავიცნობ?
- ღმერთო... რა კითხვები გაქვს პატარა?
- მაინტერესებს დედიკო.
- დრო მოიტანს და შეხვდები მას აუცილებლად. თავსაც კარგად გაგანობს.
- ბიჭია დედიკო?
- არ ვიცი, იქნებ ბიჭია, იქნებ გოგო.
- ეს როგორ?
- არც მე ვიცნობ მას კარგად, რადგან თვალით არასოდეს მინახავს ის. ის ხომ მომავალია.
- მეც ვერ ვნახავ?
- შენ ნახავ! აუცილებლად ნახავ. იმიტომ, რომ ის შენთან უფრო ახლოა.
- შეიძლება ჩემი შეყვარებული იყოს?
- შეიძლება შვილო. შეგიძლია დღეიდან შეიყვარო და პატივი სცე მას.
- კარგი დედიკო.
- დედა, რატომ გამოეწყვე? მივდივართ სადმე?
- არა შვილო. ისე უბრალოდ. წადი ტელევიზორს უყურე ან სათამაშო ავტომატებთან ითამაშე. შორს არ წახვიდე კარგი. მე ჩამოგაკითხავ. ტელეფონი წაიღე დაგირეკავ.
- კარგი დედიკო. ვითამაშებ. ცოტახანი ვიქნები ქვევით?
- იყავი. როგორც კი დაგირეკავ ამოხვალ. ჭკუით იყავი.

* * *
ცხელი ოთახი...
სურვილი იწვევს წყურვილს...
ვნების ღამე.

სიტყვას არ უღალატა. სასტუმროში დარჩა. შეხვედრა გააუქმა ფიქრებში. - ღმერთო აქ, რომ მოვიდეს?! თუმცა არა, აქ ვერ მოვა. მან ხომ არ იცის სად ვცხოვრობ. -  თითქოს წამით დამშვიდდა, საძინებელში შევიდა. სიმშვიდის ნიშნად ტანთ სამოსი გაიძრო. აბაზანაში შევიდა... ოცწუთიანი სიამონვების შემდეგ, შიშველმა საძინებელ ოთახას მიაშურა. ღამის პენუარით შეიმოსა და თითქოს მშვიდად მიწვა ლოგინზე. ვერ გაძლო ერთ ადგილას. წამოდგა ატლასის ხალათი ასალბუნა სხეულს და სამზარეულოში გავიდა. ინსტიქტურად თუ გააზრებულად ორ „ფუჟერს“ დასტაცა ხელი. ბარის დახლამდე მიტანამდე გზაში ერთი „ფუჟერი“ დაიმსხვრა. - ღმერთო, რა მჭირს? დაიხარა და თითებით დაიწყო იატაკის გასუფთავება... - უუუფ... ჯანდაბა, რაა... - თითიც გაიჭრა. ონკანი მოუშვა. თითი შეუშვირა. შემდეგ ბაგეებით დაუჭყო წუწნა მანამ სანამ ბამბას მიაგნო. თითი შეიხვია და აფორიაქებულმა დარჩენილი ერთი ფუჟერი, ტეკილათი შეავსო. დაჯდა დივანზე და ლოდინი დაიწყო ცარიელ სივრცესთან ერთად. უცებ ტელეფონს სწვდა და ნომრის აკრეფა დაიწყო.
- ძვირაფასო შენ ხარ?
- როგორ ხარ პატარა?
- მენატრები ძალიან!
- მეც პატარა. რატომ ტირი?
- არფერი. ისე უბრალოდ...
- ვინმემ, ხომ არ გაწყენინა?
- არა, არავინ. შენთან მინდა.
- იქნებ მოითმინო და ჩემგან დაისვენო ერთი თვით. - გაეხუმრა მეუღლე.
- შენ ხუმრობ, მე კიდევ ვსევდიანობ.
- ბავშვი როგორ არის?
- მშვენივრად. ახლა ქვევითაა „ფოიეში“ და თამაშობს
- კარგი საყვარელო. არ მცალია. ხვალ დაგირეკავ. კარგად.
წყვეტილი ზუმერი გაისმა ყურმილში. გოგოს ყურს შერჩა მუსიკალური ნოტის ჟღერადობა, რომელიც სიამოვნებას ნამდვილად არ ანიჭებდა. - როდის მოიცლი ჩემთვის? ნუთუ არ ფიქრობ ჩემზე? ნუთუ ერთხელ მაინც არ ფიქრობს თუ რა მინდა მე? მაკლიხარ! ისევ ცრემლები...
ოთახში გრილოდა. ამჯერად დივანზე მიწვა. ხალათის ცალი ბოლო დასრიალდა, თეთრი ფითქინა წვივი გამოუჩნდა... ფეხი-ფეხზე გადაიდო. მუხლები აუთრთოლდა. ხელისგული მარცხენა მკერდს შეახო. იგრძნო გულისცემა... ქუთუთოები დამძიმდნენ. ნიშნად დასვენებისა ნელ-ნელა თვალებს გადაეფარნენ. კაკუნის ხმამ შეაშინა. - ღმერთო ვინ არის? ოღონდ ის არა. ოღონდ ის არა... კარს მიუახლოვდა. ერთი წუთით შეყოვნდა, მაგრამ ლოდის აზრი არ ჰქონდა. დასწვდა სახელურს, ჩამოსწია, კარიც გაიღო, მაგრამ იქ არავინ დახვდა. დარჩა სახტად. - ვინ უნდა ყოფილიყო? ხია კარებში მდგომს ისევ შემოესმა კაკუნის ხმა ზურგს უკან. მობრუნდა და შიშსგან მიაკივლა...
- ღმერთო, როგორ შემაშინეთ...
- არ მინდოდა. უბრალოდ მინდოდა უფრო ორიგუნალური ვყოფილიყავი.
- თითქმის გამოგივიდათ. აქ როგორ მოხვდით? ან საიდან მომაგენით?
- მხოლოდ მონდომებაა საჭირო. მეტი არაფერი. თქვენი მეობელი ვარ სასტუმროში. ეს გვერდითი აივანი ჩემია. მეც გადმოვძვერი. შენი შეშინება არ მინდოდა. წინააღმდეგი ხო არ ხარ, რომ შენობით მოგმართე?
- ალბათ არა. არ ვიცი...
- დარწმუნებული ვარ, რომ არა.
- ალბათ ეგრეა. - თავი დახარა გოგონამ. თვალებში ცქერას ვერ ბედავდა.
წუთიერი დუმილი ერთმანეთის ცქერაში გადაიზარდა. წუთები წუთებს მისდევდა დუმილში. მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი აღწევდა ოთახში ღია აივნიდან.
- იქნებ დავკეტოთკარი? - შესთავაზა ახალგაზრდა ბიჭმა.
- კარგით. დავკეტავ. - დივანსა და ჟურნალის მაგიდას შორის ვიწრო გასასვლელიღა იყო დარჩენილი.
- იქნებ გამატაროთ? - მორიდებით უთხრა გოგონამ.
- მაპატიე! - მხოლოდ გვერდი იცვალა ბიჭმა. გოგონამ ჩაიარა, მაგრამ ბიჭის მხურვალე სხეული იგრძნო. ნერვული დაბოლოებები მოქმედებაში მოვიდნენ...
აივნის კარი მოხურა. შემოტრიალდა და იქვე დარჩა. ერთმანეთს უკვე შორიდან უმზერდნენ. ბიჭს ნანატრი სხივები შორიდანვე პასუხობდნენ შეთავაზებაზე, მაგრამ გრძნობდა შებოჭილობას, რომელიც დასანგრევი იყო ბერლინის კედელევით. შრომა საკმაოდ მოუწევს...
- რატომ არ მოხვედი ბუნგალოსთან?
- ბავშვი ვერ დავტოვე. ეძინა. - თითქოს გასასამართლებელ საბუთად გამოადგებოდა შექმნილ სიტუაციაში.
- ახლა სად არის?
- ქვემოთაა „ფოიეში“ თამაშობს.
- ჩვენ მარტო ვართ?
- ჰო... - არ სცილდებოდა კარებს.
- ტელეფონი ხომ არ გავთიშოთ?
- გავთიშოთ. - ღმერთო რეებს მივედ-მოვედები. რად მინდა ტელეფონის გათიშვა? სულ გავგიჟდი მგონი?! რა ხდება ჩემს თავს? ეს მე არ ვარ... ხორციელმა ვნებამუნდა მსძლიოს? არააა... - იქნებ სად წავიდეთ?
- უკვე გვიანაა.
- მერე რაა?
- ის, რომ ბავშვიც უნდა დაბრუნდეს.
- მართალი ხარ, უნდა დაბრუნდეს. - ისევ იცრუა გოგონამ. მხოლოდ მისი დარეკვის შემდეგ დაბრუნებოდა ნომერში.
- ძალიან ლამაზი ხარ!
- მადლობა! - დაიმორცხვა ატლასის ხალათიანმა სხივმა.
- ძალიან მიმზიდველი თვალები გაქვს!
- მადლობა.
- იქნებ ჩამოჯდე დივანზე?
- არა. სასმელი ხომ არ გინდა?
- სიამოვნებით.
- რას მიირთმევ? ტეკილას, ვისკის თუ ქინძმარაულს?
- ქინძმარაულს. ქართულია მაინც. ჩვენი მამა-პაპისეული.
ჩქარი ნაბიჯებით გაეშურა სამზარეულოსაკენ. ფიქრები ისევ მოეძალა. - იქნებ გავიპარო ან იქნებ საერთოდ მივეცე ლტოლვას და გადარეულმა წუთიერ ცეცხლში ამოვყო თავი? რატომ ვფიქრობ ასეთ რამეებზე? იქნებ ჩემი სხეული ითხოვს ყოველივეს? დაოკება მმართებს. დაწყნარდი ტიალო და შიშველო სინდისო! რაც იქნება იქნება. ღმერთო მეტი არ შემიძლია! ჭიქებს დასტაცა ხელი და მისაღებისაკენ გაეშურა. წიქა ხელში დააკავა ახალგაზრდას.
- ღვინო სადღაა? -  შენიშნა ბიჭმა და გულიანად გაეცინა.
- რა სულელი ვარ! - მასაც გაეცინა. დაბრუნდა სამზარეულოში და ერთი ბოთლი ქინძმარაული გამოაყოლა ხელს ისევ მისაღებისკენ მომავალმა.
- აი ღვინოც.
- მომეცი შევავსო.
- მეყოფა! მადლობა.
- შენ გაგიმარჯოს.
- შენც გაგიმოარჯოს! მადლობა, რომ გამოჩნდი და დასვენების დღეებს მიხალისებ, კიდევ მადლობა, რომ პატარა უყურადღებოდ არ დატოვე.
- არაფრის მშვენიერო!
- მუსიკას ხომ არ ჩავრთო?
- კარგი იქნება. იქნებ ტანგოზე გვეცეკვა?
- იცი?
- რა თქმა უნდა.
- ძალიან მიყვარს ეს ცეკვა.

ხელი-ხელში, თითები-თითებში გაჭედილი და მოხრილი, ძლიერი პარტნიორი, არაჩვეულებრივი სურნელი იფრქვეოდა ქალის სხეულისა ოთახში. ოთახის განათებები ხელს უწყობდა წყვილს განცდებისა და შეგრძნებების ფეიერვერკების ფრქვევაში. ნაპერწკლები ეხეთქებოდა ისედაც გახურებულ სხეულებს. მათ სხეულებზე მოგზაურობდნენ ჟრუანტელები. წელს შემოჭდობილი მარჯვენა ხელი ვაჟისა, დასრიალებდა ტანგოს ილეთებთან თანწყობილად, ვნება სათუთობდა, ულაპარაკოდ იწელებოდა მუსიკასთან ერთად. შერწყმული ფორიაქი და მღელვარება ახლოვდებოდა თანდათან ფიქრებში... გოგონას თითებმა თანდათანობით იწყეს თამაში ბიჭის თმებში, თითქოს სათქმელს თითის წვერებზე დაედოთ ბინა. ბიჭი მოხიბლული და მონუსხული გახლდათ გოგოს იქტიურობით. ცეცხლოვან მუსაკაში შთანთქმული წყურვილი ხატავდა რეალობას... მათი სხეულები ერთმანეთს ეკვროდნენ...
ვარდმა ეკალი ჩამოიბერტყა...
ყაყაჩომ კი მისი გაშიშვლება დაიწყო...
სხეული კრთოდა, იკლაკნებოდა, თვალები გამწესებული ფიქრთა კუთხეში, სასიამოვნო შეგრძნებების იმპულსებს დაიეძებდნენ. იმპულსირებდნენ გულები. რითმას აყოლილი გრძნობები თამაშობდნენ ქალისა და მამაკაცის სხეულებზე. ოთახში დაცხა. გრილმა სამფლობელომ დუღილი დაიწყო...

* * *
აბაზანიდან ისევ ღამის პენუარითა და ატლასის ხალათით გამოვიდა. გახალისებული და ვნებით აღსავსე შეგრძნებები ვერ განიბანა... დარჩა სხეულს თარგად.
- როგორ ხარ ძვირფასო?
- არ ვიცი... - ტყუილს ერჩივნა სიმართლე ეთქვა.
- მე კარგად. არაჩვეულებრივი იყავი.
- მართლა?
- მიყვარხარ სიხარულო!
დაიბნა გოგონა...
- დაუჯერებელია. შენ ხომ საერთოდ არ მიცნობ. სახელიც არ იცი ჩემი.
- არ მინდა ვიცოდე. უსახელოდ მღელვარებას ვეტრფი...
- ე.ი. ჩემს გარდა სხვასთანაც ერთობოდი, არა?
- რა თქმა უნდა ვერთობოდი. არ მინდა მოგატყუო. მე მამაკაცი ვარ, შესაბამისად ქალებთან ურთიერთობა არ მიჭირს. ვცდილობ ყველა ვასიამოვნო, მაგრამ არასოდეს შემხვედრია ისეთი, როგორიც შენა ხარ! შენ ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი დაიკავე. მინდა მჯეროდეს, რომ შენც ანალოგიურად ფიქრობ ჩემზე.
- იმედები, რომ გაგიცრუო?
- რატომ?
- მიხვდი ალბათ, რომ დაოჯახებული ვარ.
- ეს რა მისახვედრი იყო?! ბავშვთან ერთად ხარ.
- ღმერთო ბავშვი! სულ დამავიწყდა. - საძინებელ ოთახში გავიდა. იქ მობილური ტელეფონი აიღო კომოდიდან და ბავშვთან დარეკა:
- სად ხარ პატარა?
- ვთამაშობ დედა.
- გეყოფა უკვე ამოდი ნომერში.
- დედა ცოტახნით დავრჩები კარგი?
- არა, ამოდი.
- გეხვეწები დეე!
- კარგი, მხოლოდ ნახევარი საათით.
- კარგი დედა.
დაამთავრეს საუბარი დედა-შვილმა.
- მიყვარხარ! - გაუმეორა ბიჭმა მეორედ.
- დღეს მე ვერ გიპასუხებ და საერთოდ იქნებ დავივიწყოთ ყველაფერი. მე ოჯახი მაქვს.
- იქნებ ღირდეს, რადგან გაცილებით ჩემი ხარ ვიდრე სხვისი.
- ეგრე ფიქრობ?
- არარ შენ ფიქრობ. ვხედავ, რომ მხოლოდ შენი ვარ და ყოველთვის მომძებნი!
- იქნებ ცდები?! - თავისივე სიტყვების ეხამუშა გოგონას.
- დარწმუნებული ხარ!
- დარწმუნებული ვარ. - საკუთარ თავს გაუწია სიტყვებით წინააღმდეგობა.
- რას გრძნობ? ვინ ვიყავი შენთვის? იქნებ ქმართან იწექი წარმოსახვით.
- შენ რა პროფესიის ხარ?
- არ მაქვს პროფესია. უბრალოდ ქალებს ვეტრფი.
- დაიხ, ქალებს ეტრფი. ამიტომ ვერ შეგიყვარებ. აფსურდია ეს ყველაფერი. ერთი ლამაზი დღე იყო მხოლდ და მეტი არაფერი.
- ერთი დღე გაცილებით დიდია, ვიდრე მთელი საუკუნე.
- იქნებ მართალი ხარ, მაგრამ საუკუნე დღენაკლულიც არის. ეს ნაკლული დღეც ჩვენი დღევანდელი გართობა იყო. გართობა და მეტი არაფერი.
- ძლიერი გინდა გამოჩნდე, მაგრამ შიგნით ას გრადუსზე მუყბუყებ.
- წყალი ნულ გრადუსზე იყინება ხოლმე. დაგავიწყდა?
- მაშინ ჩემი ბრალი იქნება შენი გამყინვარება, მაგრამ ეს დაავადება შენ არ შეგეყრება. ტემპერამენტს რას უშვები?
- да к чорту эго...
- ვერ უარყოფ... ის შენშია და ითხოვს სითბოს.
- ქინებ ეგრეა. დავუშვათ მართალი ხარ. შენ რითი დამეხმარები?
- აღიარე, შენს ქმარზე გაცილებით უკეთესი ვარ. უკვე დაგეხმარე, თან სიყვარულს გთავაზობ. მართლა მიყვარხარ. შენი გადასაწყვეტია დამიჯერებ თუ არა.
- მოდი ჩემთან! მაგიჟებ შენი ლოგიკით. იქნებ ჩუმად შევხვდეთ ხოლმე ერთმანეთს? რას იტყვი?
- მე შენი სიყვარული მინდა და საიდუმლო შეხვედრები...
- ცოტა ხნით, შეხვედრებს უნდა დვჯერდეთ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. არ მინდა შევცდე. გაცილებით მეტი შეიძლება დავკარგო.
- რას გულისხმობ?
- არაფერი. არ მინდა ამაზე ვისაუბრო. ქალს მაქვს უფლება საიდუმლო, რომ მქონდეს. შენც ჩემი ლამაზი საიდუმლა ხარ.
- შენ კი ჩემი მშვენიერი ნახატი. ერთი დიდი ტილო, სადაც გრძნობები იზილება ფერებში, ფუნჯი კი ოსტატის ხელში გზამკვლელვი მარადიულ ცხოვრებისეულ ლაბირინთში, რომელიც ტილოს ზედაპირზე ხაზებს ალაგებს, იქნებ ქაოტურადაც, მაგრამ მომავალში...
- დროს ვერ გავასხვისებ. ის მე არ გეკუთვნის.
- რა მითხარი? იქნებ თავად განჰკარგავ დროს?
- ვერ შევძლებ, თუმცა სურვილი აშკარად მქონდა დღეს.
მიუახლოვდა ახალგაზრდა...
დაუოკებელი ჟინი ისევ გაცოცხლდა...
ოთახს საბოლოოდ მოედო ალი და  გაიჟღინთა ვნებით!
ოთახი ისევ გაცივდა... ბიჭმა დატოვა გოგო დროებით

ჩათვალე, დრო გაასხვისო და განჰკარგო?
დროს ვერ გასცემ, ის შენი საკუთრება არ არს!

* * *
სექტემბერი
წელიწადის მეცხრე თვე.
მოიმკე და მოიხვეჭე...
გაცილება დროის...
ცხელმა ზაუფხულმა მოგჭამა ჭირი... დამთავრდა ციებიცხელება. იწყება ახალი სპექტრალური ფაზა. სხივთა ნაკადი იკლებს, მატულობს თეთრუხ-წითელ-ყვითელი კონდენსაცია. ფოთლები დედამიწას ეფინება. ყვითელი საფარი შთამბეჭდავი ხდება მოსიარულეთათვის. მიწა ერთი-ორად თავისუფლდება უსაქმური ნაკვალევებისაგან.
ავტო-მანქანა შევიდა სასტუმროს ეზოში. სასტუმროს ავტო-სადგომზე დააყენა. სასტუმროს ფოიეში შესულმა დაინახა თავისი პატარა ვაჟკაცი. მამის დანახვაზე ბიჭს თვალები გაუბრწყინდა... მიეჭრა მას და ამბორით გამოხატა ერთთვიანი მონატრება.
- მამა ძალიან მომენატრე!
- მეც მამა. დედიკო სად არის?
- ოთახშია.
- წავიდეთ?
ნიშნად თანხმობისა თავი დაუკრა მამას.
კაკუნის ხმა შემოესმა საძინებელ ოთახში თვლემით გართულ გოგონას. ტანი ზანტად წამოსწია. შიშველი ტერფებით, კარისკენ გაიკვლია გზა.
- საყვარელო ჩვენ ვართ...
- ღმერთო რა კარგია, ახლავე ძვირფასო! ერთი წუთით ხალათს მოვიცვამ...
ისევ კართან.
კარის სახელურს ხელი ჩამოჰკრა. ოთახში მამა-შვილი შემოვიდა. იქვე მისაღებში დივანზე განთავსდნენ და თამაში დაიწყეს.
- დაგავიწყდი საყვარელო?
- რას ლაპარაკობ ძვირფასო?
- მაშინ რატომა არ მაკოცე, რომ შემოხვედი?
- დაღლილი ვარ საყვარელო. გზამ მომთენთა...
- ამიტომ, მე ხელი უნდა ამიკრა?
- არა ძვირფასო... მოდი ჩემთან! უბრალოდ
-ეს ორი ჭიქა რატომ დევს მაგიდაზე? სტუმარი გყავდა?
თითქოს დაბნეულობა შეატყო საკუთარ თავს, მაგრამ გამოსავალი უმალ მოიფიქრა:
- იცი საყვარელო, ჩემი კლასელი შემთხვევით ვნახე სასტუმროში. ისიც ბავშვთან და მეუღლესთან ერთად ისვენებს. ათი დღე იქნება რაც ჩამოვიდნენ. სტუმრად მყავდა ჩემი კლასელი გოგონა.
- გასაგებია.
- იქნებ ჩავალაგო ყველაფერი და წავიდეთ? მომენატრა ჩემი ქალაქი.
- მართალი ხარ! მამი, მიდი დედას მოეხმარე ჩალაგებაში.
- ახლავე მამა.
- საყვარელო თხოთმეტი წუთით გავალ. დავემშვიდობები მათ და მალე მოვბრუნდები. თქვენ მანამდე გაერთეთ.
- კარგი გელოდები.
- მალე მოვალ. - ღია კარებიდან გასძახა გოგონამ.

* * *
კარზე დააკაკუნა. კარები ფართოთ გაიღო. მაღალი აღნაგობის ბიჭი იდგა კარების ზღურბლთან. გაუღიმა გოგონას და ხელი გაუწოდა. უსიტყვოდ შემოიპატიჟა მისას. კარი მიხურა. ჩუმად შემოხვი ხელები, თბილი ტუჩებით დაუკოცნა თვალები, თმაში ათამაშდა თითები, გათმა, ჩუმი, უემოციო გოგოს სხეული. თავი დამძიმებული დადო ვაჟის მხრებზე და აქვითინდა.
- რა გატირებს?
- მივდივარ.
- ბრნდები? ჩამოვიდა?
- ჰო...
- რაო, რა გითხრა?
- არაფერი. უბრალოდ შემომხედა.
- იქნებ. დაიღალა?!
- ეგრე მითხრა...
- ჰო?! შენც ნუ დააძელებ საპირისპორო გააკეთოს. ჰკითხე თუ როგორ არის ან რა მოხდა ამ ერთ თვის მანძილზე?
- არა.
- იქნებ ამით დაგეწყო და შემოხედვის ნაცვლად მონატრებული მეუღლის მღელვარე მკლავები გეგრძნო.
- იქნებ?!...
- მივდივარ.
- გავიგე.
- არფერს მეტყვი?
- უნდა გითხრა?
- ალბათ ან იქნებ სიტყვას გრძნობები სჯობდეს?!
- დარწმუნებული ხარ?
- კი.
- მე არა.
- შენ არ მითახარი მიყვარხარო?
- კი ვთქვი, მერე?
- არაფერი.
- შენ არ მთხოვე დროებით საიდუმლოდ შევხვდეთო?
- რა თქმა უნდა. ბოდიში.
- შიში გიყვარს?
- რა?
- შიში გიყვარს?
- არ ვიცი?
- გეშინოდეს...
- რისი?
- ყველაფრის...
- უკვე მაშინებ.
- უკვე მომწონხარ. შიშთან ხელკავგაყრილი, თვალებგაფართოებული მოგზაურობა გელის. შიშის მიზეზი კი გონებით ატარე.
- ზოგჯერ არ მესმის შენი. თუმცა რატომ მიკვირს. არ გიცნობ. სახელსაც არ მეუბნები.
- კარგი. იქნებ დამშვიდდე. არ ღირს განშორებისას ცრემლები წაგცდეს. მეუღლე იეჭვიანებს. - გაუღიმა ვაჟმა საყვარელ გოგონას.
- უნდა წავიდე.
- მე ახლოს ვიქნები. დაგირეკავ. მობილორი ყოველთვის თან იქონიე.
- დღეს მივხვდი.
- რას?
- მე ის არ მიყვარს.
- მე?
- არც შენ. ჯერჯერობით.
- გასაგებია. შეგიყვარდები.
- მჭირდები! - გამოსამშვიდებლად ხელი გაუწოდა ვაჟს. ვაჟმა ხელს ტუჩები შეახო და სითბო გააყოლა მიმავალს.

* * *
ნომერში დაბრუნდა. ყველაფერი ჩალაგებული დახვდა. სამივენი აივანზე გავიდნენ. ერთიც შეავლეს თვალები მამა-შვილმა მზესა და ზღვას, დედა კი მეზობელ აივანზე გამოსულ ვაჟს დაემშვიდობა თვალებით.
გზა დამღლელი შეიქნა. აღარც ხეების სირბილი ხიბლავდა უკვე დედას და აღარც მოყვითლებული ტიალი მინდვრები. მთებთან გაჭრილი გზა ჯოჯოხეთად ეჩვენებოდა. თითქოს ხრამი რომელიც ავტო-მანქანას თან მოსდევდა, მას ცხოვრების მომავალს უხატავდა ზიგზაგისებური ფუნჯით. თვალები დახუჭა. პატარას უკვე ეძინა. გზა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ სიჩუმეში გაილია.
- გამარჯობა ბაბუა!
- ბაბუა შემოგევლოს შენა!
- გაგიმარჯოს ბაბუა - მიმართა რძალმა.
- როგორ ხარ შვილო? კარგად დაისვენე?
- კარგად. მართლაც საოცარი დრო გავატარე.
- მიხარია შვილო.
- ასე გვიან რატომ ჩამოხვედით? - ხმა მისაღები ოთახიდან გამოდიოდა.
- გვიან გადმოვედით მამა. - უპასუხა შვილმა.
- მომეხმარე ადამიანო. შემატანინე ეს ხელჩანთები საძინებლამდე. არა ეს აქ დატოვე. სამზარეულოში უნდა გავიტანო.
- კარგი.
- რაღაც ვერ ხარ გუნება-განწყობილებაზე?! რა ხდება?
- არაფერი, ყურადღებას ნუ მომაქცევ ძვირფასო. უბრალოდ გზამ დამღალა, ისევე როგორც შენ დაგემრათა ჩამოსვლისას.
- მე საკმარისი მიზეზი მქონდა ჩემი უხასიათობის გამო.
- ძალიან კარგი. ჩემი მიზეზი კი უკვე გითხარი. ლაპარაკს სჯობს მომეხმარო, თუ შენც ჩვენი მთავრობის მხოლოდ ტრაფარეტული ლოზუნგების მოტრფიალე გახდი? ჩემს არ ყოფნაში, მამამ ხომ არ გადაგიბირა?
- არა.
- საქმე ლაპარაკის ნაცვლად. აბა მოჰკიდე ხელი! - გაეღიმა გოგონას.
- შენ რა ოხერი მყავხარ!!!
ვახშამზე მიიპატიჟა სახლში მოგვიანებით დაბრუნებულმა დედინაცვალმა ოჯახის წევრები. ოხშივარი ასდიოდა რუსულ ანტიკვარულ „სამოვარს“. პურს ხელით ტეხავდნენ ოჯახში. ქართულ ტრადიციულ წეს-ჩვეულებას არ ღალატობდნენ, მაგრამ სამოვარი ნიკოლოზისა მაინც ამშვენებდა სუფრას. არაფერია მიუღებელი თითქოს... მემკვიდრეობით ერგოთ.
- სად იყავი?
- მეგობართან. ხომ დაგირეკე?!
- დამირეკე, მაგრამ რატომ დაგაგვიანდა?
- სტუმრები ჰყავდა. ხელსაყრელი დრო, როგორც კი გამოვნახე გამოვიქეცი.
- იქნებ გადადოთ ვახშამისთვის შეუფერებელი საუბარი და მუსაიფი თქვენს აქტუალურ თემებზე, საძინებელ ოთახში გააგრძელოთ? - თხოვნით მიმართა შვილმა მამას.
უპასუხოდ დატოვა შვილის თხოვნა, შესაბამისად ვახშამიც ექსესების გარეშე დასრულდა.
ღამე დიდგულა, ფანჯრებს ეკვროდა. მთვარე ქვემეხიდან გასროლილ თეთრ ბურთულას ჰგავდა, რომელიც ატმოსფეროს გასცდა და უჰაერობაში დაიდო სამუდამო ბინა. წარმოიდგინეთ არც კი აწუხებს უჰაერობა... გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს გაღმა. სიძინებელი ოთახს ნატურმორტი ამშვენებდა. სადაც მხატვარს ძარღვიანი მუხა დაუხატავს მეტი თვალსაჩინოებისთვის. ცა ფოთლოვანი იყო. არსად სჩანდა სილურჯე. მწვანე ფერი დაჰპატრონებოდა ოსტატის წყალობით ტილოს. ბრა ოდნავ ანათებდა ბიჭის მხარეს. ხელთ წიგნი ეპყრა და ეცნობოდა მეტაფიზიკის საფუძვლებს. არისტოტელე მას ძალიან მოსწონდა, მაგრამ თვლიდა, რომ სამყარო გაცილებით მეტია ვიდრე მეტაფიზიკური ხედვა. ყველა გენიოსი ბავშვი იყო, მაგრამ ყველა ბავშვი გენიოსად ვერ ყალიბდება. სამყაროს აღგქმის თეორიამ შესაძლებელია ჰაერს მიღმა გაგახედოს...
- რა მოხდა ჩემს არ ყოფნაში?
- შენა არ გძინავს? - ვაჟმა ფიქრები ყულაბაში დატოვა.
- არა.
- ბევრი რამ. ჩვენი გაერთიანების სამი ბიჭები დაიჭირეს, ამ უღმერთოებმა.
- მერე რას აპირებ?
- არ ვიცი. აქციები მოვაწყვეთ, მაგრამ დაგვარბიეს. ხალხი სერიოზულად დაშავდა. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. ყველა საკუთარი ტყავის გადასარჩენად ზრუნავდა. ასფალტი გააწითლეს ჩვენი სისიხლით. მეც მომხვდა ხელკეტი ზურგზე.
- მაჩვენე.
ვაჟმა ზეწარი გადაიძრო, გადატრიალდა და მეუღლეს აჩვენა ხელკეტისგან მიყენებული ადგილი.
- ხელით არ შეეხო, მტიკვა.
- ღმერთო ეს რა მოგსვლია?! მამას უთხარი. არ მითქვამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაფერი იცის მომხდარის შესახებ. ის ხომ...
- ექიმთან იყავი?
- კი ვიყავი. ყველაფერი რიგზეაო, მალე გაგივლისო. რაღაც მალამო გამომიწერა. ეს იცხეო.
- იქნებ სასამართლოში შეგეტანათ სარჩელი?
- ამათ სასამართლოში?
- ჰო, რა არ შეიძლება?
- შენ საქრთველოში არ ცხოვრობ თუ ილუზიბმა გაგიტაცეს დასვენების პერიოდში?
- არა საყვარელო, ამგრამ იქნებ...
- არაფერი მოხდება. არ ვაპირებთ. ეს ჩვენი პირველი ღია პროტესტი იყო. აწი ალბათ უფრო ჩუმები გავხდებით და გაცილებით საინტერესოდ ვიმოქმედებთ. პროკლამაციების დაბეჭტვას ვაპირებთ. შემდეგ ხალხში გავრცელებას. ყველაფერი ღამით მოხდება. ვიღაც არის საყვარელო კართან... ჭრიალის ხმა მომესმა.
- ალბათ საპირფარეშოს კარები იყო.
- არა, მართლა მომესმა ხმა.
- არა, ჩევნი საძინებლის ფანაჯარა ღიაა, კიდევ აივნის კარები. ორპირი ნიავის ბრალი იქნება.
- შეიძლება, მაგრამ იქნებ ნახო?
წამოდგა გოგო. ისევ ის ატლასის ხალათი ჩაიცვა, რომელსაც ჯერ კიდევ უცნობი მამაკაცის სურნელი მოჰყვებოდა ზღვის სანაპიროდან. ოთახიდან გამოვიდა, რა დროსაც საპირფარეშოდან დედამთილიც გამოვიდა.
- შენ იყავი?
- ჰო. ხომ არ შეგაშინეთ?
- არა, ბაბუა მეგონა. ხომ არ უჭირს-თქო რამე, ვიფიქრეთ.
- ბაბუას მშვიდად სძინავს. თქვენც ტკბილი ძილი.
დაბრუნდნენ საძინებელში ორივე.
- არაფერია. შენი დედინაცვალი ყოფილა საპირფარეშოში.
- რას დაბოდიალობს ამ შუაღამეს?!
- დავიძინოთ, სჯობს. ხვალ გავაგრძელოთ საუბარი. მამას უნდა უთხრა. იქნებ რამეში დაგეხმაროს და დაიხსნათ ბიჭები.
- ტყუილია ეგ. ვერაფერს შესძლებს.
- შენ სცადე!
- ტკბილი ძილი.
- შენც!

სისხამ დილას წამოწეულმა გაღვიძებამ მეტი ენერგიულობა შემატა ვაჟს. ღამის ნაფერებ ლოგინს სინანულით ჰტოვებდა, მაგრამ სიხარულით, ჩქარი ნაბიჯებით დახეტიალობდა ოთახიდან ოთახში: საპირფარეშო, აბაზანა, საძინებელი და ბოლოს სამზარეულო. სახლიდან გასვლისას მეუღლეს თბილი კოცნა აჩუქა და საძინებლიდან ჩუმად გამოიპარა. სადარბაზოდან გარეთ გამოსვლისას, ოთხი უცხო მამაკაცი დახვდა.
- რა ბიჭუნი? ვაჟკაცობაზე და პატრიოტობაზე დებ თავს? იქნებ ეგ ნაბიჭვარი თავი ჩვენ დაგვითმო?
- სამშობლოს კეთილდღეობიდან გამომდინარე მას მე ვერ დაგითმობთ. არ სცალია თქვენთვის. იქნებ გაატაროთ ეს ნაბიჭვარი თავი და მშვიდობიანად დავცილდეთ ერთმანეთს.
- შენ წარმოიდგინე ჭკუას გვარიგებს. ჩვენ ვართ ბიჭო პატრიოტები და არა შენისთანა კრდღლები, რომლებიც მამიკოს ფულებზე დასრიალებს, თოთქოს მაგარი „სნოუბორდისტი“ იყო...
- „სნოუბორდიც“ თქვენთვის დამითმია.
- ეგრე ადრე არასოდეს გამოსულხარ გერეთ ბიჭო. დღეს რა საკუთარ სიკვდილს ეძებდი?
- გეშლებათ, არ მომკლავთ, რადგან დავალებას ჩაშლით.
- იცის ნაბიჭვარმა ყველაფერი.  
- ერთს კი ვერ ვხვდები?! საიდან იცით, რომ ასე ადრე დღეს პირველად ჩამოვედი ეზოში? ყოვლად წარმოუდგენელია, რომ თვეების განმავლობაში მითვალთვალებდით. თავს ნამდვილად არ შეიწუხებდით. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს ყველაფერი მამაჩემის მოწყობილია.
- ძმაკაცებმა ჩაგიშვეს.
- ტყუით.
- მანქანში შეაგდეთ ეგ ბოზი...
- იქნებ ფრთხილად მომექცეთ?
- ახლავე თქვენო აღმატებულებავ. - სახედარს ხელკეტი უთავაზეს ზურგზე. - აჩუ შე სამგლე, აჩუ... - დამცინავი ღიმილით ჩატენეს მანქანაში ვაჟი. - იქნებ დროს გამოემშვიდობო? ვეღარ იხილავ დღის სინათლეს ბიჭუნი.
- სად მივდივართ?
- ჩვენ არა, შენ. ჯოჯოხეთში. დღეს ვერ მოახერხე სტილისტთან მისვლა? ღმერთო მომკალი, ეს რა მოგსვლია, მაგრამ გარწმუნებ აღარ დაგჭირდება, ჩვენ გაგაპატიოსნებთ საიქიოსთვის... - ოთხივე ყაზირალი პირების ჩახევამდე იცინოდნენ.

ზარი ახლობლებთან...
- ორი მილიონი მწვანე და შვილს დაგიბრუნებთ.
კედევ ერთი ზარი ახლობელთან...
- მამიდა ყველაფერი კარგათაა! არაჩვეულებრივი დრო გავატარე. ჩათვალე, რომ ჩემია...
- ფრთხილად იყავი, არაფერს მიხვდეს. მე არ ვარსებობ შენთვის. ეს სახელმწიფო დავალებაა! იცოდე ჩავარდნის შემთხვევაში, მაგრად დაგვერხევა. ყველაფერთან დამშვიდობება მოგვიწევს. დღეს აიყვანეს. ახლა გზაში ვარ. გამომიძახეს შემდეგ დირექტივებს ველოდებით. ერთი კვირა გაქვს დრო, რომ ანუგეშო და საქმე ბოლომდე მიიყვანო. ნეტა კაცი მე ვიყო?! ეგეთ დავალებას სიამოვნებით შევასრულებით. ერთობი მშვენივრად. ჩემი ფსიქოლოგი ხარ! დროებით მამიკოს მოკითხვა უთხარი.
- აუცილებლად! კარგად...
- კარგად...

* * *
ტირანია...
ფაშიზმი...
კომუნიზმი...
დაცვა, სახელმწიფოს?!
დაცვა პიროვნული საკუთრების!
ჩათვალე, დროს გამოემშვიდობო და გაცილება მოუწყო?
დროს ვერ გააცილებ, მანამდე შენ გაგაცილებენ!

* * *
- გამარჯობა საყვარელო!
- შენ ხარ? როგორ ხარ?
- მოგენატრე?
- არ ვიცი...
- იქნებ შევხვდეთ?
- არ შემიძლია, გუშინ ჩემი მეუღლე დაიჭირეს. ბაბუას სახლში მარტო ვერ დავტოვებ. უნდა დარეკონ.
- იქნებ მოახრეხო. სალაპარაკო მაქვს. ძალიან მომენატრე!
- აკი გითხარი სახშლი მარტო ვარ-მეთქი?
- დედინაცვალი სად არის?
- არ ვიცი?! წავიდა სადღაც... არც კი ენაღვლება ჩემი გასაჭირი.
- როცა დაბრუნდება, წამოდი კარგი?
- ვნახოთ.
- დაგირეკავ ისევ.
- არ არსი საჭირო. მე დაგირეკავ.
-კარგი.
სითბოს ვერ გრძნობდა გოგო სხეულში. ერთიანად ცახცახებდა. ყურმილი დაკიდა ბერკეტზე და თავის ოთახში განმარტოვდა. ბორგავდა ლოგინზე. საოცრად მომხიბვლელი ქალი... ღირსება გაახსენდა, სინდისმა შეაწუხა. კიდევ ეს ზარი. -  ღმერთო, რა დავაშავე? რა შევცოდე? მე ხომ ის მიყვარდა... - მუხლებზე დაეცა კედელზე ჩამოკიდებული ხატის წინ და ლოცვას ცრემლებით დასველება დაუწყო. - გთხოვ გადაარჩინე! მერე რაა, რომ არ მიყვარს, ის ჩემი შვილის მამაა, მას ერთი რამ უტრიალებს მხოლოდ თავში, „მონსტრების კორპორაციის“ განადგურება. მიეცი მას ძალა და მხნეობა, რომ თავისუფლება მოიპოვოს ან თავისუფალი მოკვდეს! ნება შენია უფალო, მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია: ვილოცო! გთხოვ უპატრონე!
კარის ჯახუნის ხმა გაისმა. სახლში მამამთილი დაბრუნდა.
- რატომ, რატომ? ხომ ვეუბნებოდი ფრთხილად იყავი-თქო, ხომ ვეუბნებოდი. არ დამიჯერა. საშინელ დღეში ჩამაგდო. ყველაფერს დავკარგავ, ყველაფერს.
- დამშვიდდი მამა!
- რა დამამშვიდებს, შვილო? იცი რა მითხრეს? ის რაც პირადად შენია ბიზნესის სახით, ასი პროცენტით უნდა დაგვითმოთო. დანარჩენებში გვაქვს ჩვენ-ჩვენი წილიო. მათ ჩემი სუფთა და გაუსვრელი ბიზნესიც უნდათ რომ დასვარონ, მოკლან. სადაც მათი ხელი ურევია ყველგან განუკითხაობაა. მხოლოდ თითო-ოროლა პროცენტი ერგებათ ნამდვილ მეპატრონეებს. ამიტომაც არის ქვეყანა კრიზისში. აღარ აქვთ ფული, რომ ამუშაონ საწარმოები, თითქოს ინცესტირებულია, სინამდვილეში კი მათია ყველაფერი. ახლა კი იწყებენ გაყიდვებს. გაუჭირდათ. ვეღარ ავსებენ საბანკო ანგარიშებს. მოაკლდათ ნაბიჭვრებს... ისიც კი იკადრეს, შვილი მომტაცეს. ვის უთხრა ან რა უთხრა, მათ სამინისტროებს დავუწერო სარჩელი? ვერაფერს გავწვდები. შვილი დამიყუპეს. ვინ მაჩუქა ის? განა ღვითსმშობელმა არ მიბოძა საჩუქრად? რატომ უნდა გამინადგურონ ჩემი პირმშო? ჩემი საქართველო? ღმერთო... ეს რა ხდება? რა მინდოდა ამ წუმპეში? თითქოს მოვიხიბლე... თვალთდამიბნელდა, მაგრამ მე ჩემი მივიღე, რაც მეკუთვნოდა, განა არ უნდა მიმეცა თანხმობა, როცა შემომთავაზეს ის თანამდებობა? მეკუთვნოდა, რადგან ერთი რეგიონი ჩემიწყალობით მოიგეს. რომ არა მე დამარცხდნებოდნენ არჩვენებში. ვიფიქრე მათი ეს ნაბიჯი კეთილსინდისიერი იყო, მაგრამ შევცდი. მე ვიცოდი თუ ვინ მოდიოდა სათავეში, თვითონვე შევუწყვე ხელი ამ ნიჰილიზმს და ტირანიას აღზევებაში. არაკაცი ვარ! არაკაციიი!!!
ისევ გაისმა ტელეფონის ზარი. ამჯერად მამამთილის მობილური. იყო.
- დიახ! კარგი, ჰოო... მესმის. ახლავე! მოვდივარ. ნოტარიუსი ღიაა? დღეს ხომ კვირაა?!  ბოდიშით, გასაგებია! მოიყვანთ. თქვენ ხომ ყველაფერი შეგიძლიათ.
- ვინ იყო მამა?
- ერთი მაგათი დედა... - მიაძახა და გავარდა სახლიდან.

გოგონაც გავიდა სახლიდან...
აღარ დაბრუნებულა.
არც დედინაცვალი დაბრუნებულა.
ბაბუა გარდაიცვალა.

* * *


ოქტომბერი
წელიწადის მეათე თვე. ინგლისი. ლონდონი. სველი სამყარო. გადაუღებლად წვიმს... ლონდონურ სარკმელებს წვიმის წვეთები უხეშად ეხეთქებოდნენ. ციდან წამოსულ წყლის ოვალურ სარკეებში, სარკმლიდან მომზირალი ახალგაზრდა ვაჟკაცის სახეები გამომწყვდეულან, მაგრამ ისინი სკდებოდნენ ასფალტზე...
წყლის უვალურ გისოსებში გამომწყვდეული სახეები უმალ თავისუფლებას ჰპოვებდნენ...
გამწესებული ახალგაზრდა საგანგებოდ შერჩეულ სასტუმროში ბოლთას სცემდა. მეგობრების არაფერი იცოდა. ბაბუას დაკრძალვეზე ვერ ჩავიდა საქართველოში.
ის ძებნილია.
ქართულ რეალობაში ტყვედ მყოფი, მაგრამ ინგლისური თავისუფლებით განებივრებული ვაჟკაცი მხოლოდ ერთს ლამობდა: როდის დაბრუნდებოდა სამშობლოში. დრო - წამის მსხვილ ბურთულებად იქცნენ, რომელსაც თითებში ათამაშებდა. ხსნა სიცოცხლეშია, ხსნა ბრძოლაშია. ის ზარს ელოდა.
- მე, ვარ!
- მამა, როგორ მომაგენი?
- ბიჭებმა მითხერს შენი ნომერი.
- მობილურიდან ხომ არ რეკავ?
- კი, შვილო. ერთი ნაცნობი ვნახე, რომელმაც გამიხერხა ყველაფერი. მისი მობილურით ვრეკავ. ნომერიც ახალია. საერთოდ სხვის სახელზეა აღებული. ვიღაც სოფელში მცხოვრები გლეხის სახელზე. ჩემი სწავლება არ გჭირდება თუ როგორ უნდა ვისაუბროთ.
- რა თქმა უნდა.
- შენი მეუღლე სახლიდან წავიდა.
- როგორ თუ წავიდა?
- საყვარელი ჰყოლია. თუმცა მასთან არ ცხოვრობს.
- ეს როგორ? ჩემი არ ყოფნით...
- არა, არა... ცდები ჩვენ შეთქმულების მსხვერპლი გავხდით.
- როგორ?
- როგორ და ჩემი ბედოვლათი, თითქოს ფინია ცუგა, აღმოჩნდა მათ გვერდით. ის პატარა მოლაპარაკე, მოსასმენი აპარატი ყოფილა. როგორც კი  გადავიხადე დათქმულ დღეს შენი სიცოცხლის საფასური არც გამოჩენილა. დამტოვა. ახლა მარტოდ-მარტო ვარ სახლში. ქონება სრულად ჩამოგვართვეს. ერის მოღალატედ გამოგვაცხადეს. შენ, ეს იარლიყი საგანგებოდ მიგაკერეს. ინტერპოლი გეძებს, როგორც სამშობლოს მოღალატეს. შენზე ვნერვიულობ. არაფერი მაქვს, რომ დაგეხმარო. ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო ხომ გაგიგია?
- კი. რატომ არ მიჯერებდი?
- არ ვიცი შვილო, ვფიქრობდი, რომ ყოველთვის ესენი იქნებოდნენ და არც არაფერი გაგვიჭირდებოდა, მაგრამ რაც მოხდა ჩემზე უკეთ იცი. არაფერს წარმოვადგენ. ვიღაც რიგითი ვარ, რომელზეც ექსპერიმენტებს ატარებენ. მოქალაქე, რომელიც თავის თავს არ ეკუთვნის, რომელიც მათი ზეგავლენით დიდ ცოდვაში დგამენ ფეხს. არ ესმით, რომ დაიღუპებიან. შენ მართალი იყავი. დღეს უფრო სუფთაა ჩემთვი ქვეყანა და მეტს ვხედავ, მაგრამ მიკვირს იმათი ვინც ამ სისუფთავეს უვიცობით და ლაქიობით აბინძურებენ...
- დარწმუნებული ხარ, რომ არ გვისმენენ?
- დარწმუნებული ვარ.
- გააგრძელე იმ ბოზზე საუბარი, როგორ მიმატოვა? რატომ მიმატოვა? ბავშვი თან წაიყვანა?
- ჰო შვილო!
- არ ვაპატიებ! დარწმუნებული იყავი.
- არ გინდა შვილო, თავისი გასაჭირი ეყოფა მას. ქუჩაში დარჩა.
- ეს როგორ?
- ის ბიჭი, ჩემი ფინიას ძმის შვილი ყოფილა, რომელმაც გამოიყენა და თავგზა აუბნია. ყველაფერი დაფქვა შენზე. თითქმის მან გაგყიდა. არადა გითხრეს, რომ მამაშენმა მოიფიქრა ყველაფერიო.
- მამა არ ინერვიულო. მე ყოველთვის მჯეროდა შენი, ვიცოდი, რომ გიყვარდი გულის სიღრმეში, მიუხედავად ჩვენი უთანხმოებისა. ბიჭებმა რა დაგავალეს?
- თორმეტ ნეომბერს, ექვს საათზეო. დანარჩენი ყველაფერი იცისო.
- ძალიან კარგი. იქ არ მოხვიდე. მე სხვა საშუალებით მოვაღწევ შენამდე. დამლოცე მამა!
- დალოცვილი იყავი მრავალჟამიერ, შვილო, მშვიდ მგზავრობას გისურვებ!

* * *
სასტუმრო ნომრიდან გამოვიდა. ქალაქის ქუჩებში ხეტიალი და ფიქრებთან მარტივი სივრცის შექმნა ამჯობინა კარჩაკეტილობას. საქართველოში გაწყვეტილი წინადადები ინგლისში  ლაგდებოდნენ. ყოველი ასო გონების გრძელ რელსებზე დაყენებულ ვაგონებს წააგავდნენ... ეს ვაგონები ერთმანეთს დააცილეს გზაში, მაგრამ უკან დამბრუნებელს სათითაოდ მოუხდა მათი ძებნა. ჩააბა ერთმანეთს საოცრად გაცრილი სიტყვები და მოათავსა კუპეებში. „პლაცკარტში“ - კი მგზავრებად სასვენი ნიშნები განამწესა. ძალიან უყვარდა ძახილის ნიშანი. წვეტიან დაშნას წააგავდა, რომელსაც განსაკუთრებულად მჭრელ და მახვილგონივრულ ადგილებში სვამდა ხოლმე. რევოლუციონერიაო! - გაიძახოდა. აბა მძიმე - ისინი თითქოს პროცესებს ანელებენო. წერტილი - წერტილი? ჯერ არ დასმულა!
 
ჩათვალე დროს ებრძოლო?
დროს ვერ შეებრძოლები, მას შენგან თავის დასაცავი არაფერი სჭირს!
დროს ვერ შეებრძოლები, მას ჯარი არ ჰყავს!

* * *
დაიმსხვრა ჭიქა?
დამარცხდი!
გენიალური მეთერთმეტე სვლა.


ნოემბერი
წელიწადის მეთერთმეტე თვე. დილის ხუთის ნახევარი. ლონდონის აეროპორტი. ხალხის ჩოჩქოლი. ისევ წვიმიანი დღეს. ღრუბლები რუხი ფერის. აეროპორტი წვიმისგან დაცული გახლდათ. არსად ჟონავდა გამჭვირვალე ციური სითხე. საბაჟო კონტროლს ასობით მგზავრი გადიოდა. მათ შორის ახალგაზრდას რევოლუციონერი და ახალგაზრდა ქალების გულთამპყრობელი.
ჩასხდომა ჩარტერულ რეისზე ლონდონი-თბილისი ექვსის ნახევრისთვის გამოცხადდა.

თვითმფრინავში ასულმა მეუღლის ყოფილმა საყვარელმა, გამცილებელს პატარა, სითხით სავსე სამედიცინო ქილა, გადასცა. შემდეგ ყურში ჩასჩურჩულა: - მხოლოდ თორმეტი წვეთი და ორჯერ თორმეტი ათასი მწვანეც შენია. ის ხომ ქვეყნის მოღალატეა.
- გასაგებია.
- გმადლობთ!

რეისი დასრულდა.
მგზავრები შეცბუნებული სახეებით ტოვებდნენ თვითმფრინავის სალონს. სასწრაფო დახმარების მანქანა უკვე ელოდა მიცვალებულს.
მამა აეროპორტში არ მისულა.
წვიმდა საქართველოში. წვიმდა აეროპორტის შენობაშიც.


ჩათვალე, დროს მოსთხოვო?
დროს ვერ მოსთხოვ, ის შენგან ითხოვს!

დეკემბერი

წელიწადის მეთორმეტე თვე. თეთრი თვე.
თეთრი საფლავები...
თეთრი წვერები, აბურძგნული თმები, ჭუჭყიანი სამოსი, დახეული ფეხსაცმელები, ტუჩებში გაჩრილი უფილტრო პაპიროსი, ქურთუკი დაძონძილი, უპერანგო სხეული, გაციებული გული, ცხელი მხოლოდ სული, მას ეკიდებოდა...
ჭიშკარს მიადგა საფლავისას, ჭრიალი ყურში ჩაესმა შუახნის, უკვე მოხუცებულ მამაკაცს. გზას მიიკვლევდა საფლავებს შორის...
ვიღაც მოხუცი, სახე პროფილში.
ვიღაც შუახნის მამაკაცი, სახე პროფილში.
ვიღაც ქალბატონი, სახე ანფასში.
ვიღაც ბავშვი, დგას ქვაში.
ვიღაც ჭაბუკი, ზის ქვაში.
ვიღაც ბებია, სახე სევდიანი.
ვიღაც ბაბუა, სახე მომღიმარი.
ვიღაც უცნობი, მხოლოდ ჯვარი.
ვიღაც ნაცნობი, - შენ საწყალო! - მათხოვრის ბუთბუტი საფლავთან.
ვიღაც ჰალსტუხიანი, სახე კმაყოფილი.
ვიღაც მარიონეტი, სახე ჯამბაზის.
ვიღაც მეთორმეტე ახალგაზრდა მამაკაცი. ოცდაცამეტი ნაბიჯი საფლავამდე.

მათხოვარი გაჩერდა...
მაცხოვარიც გაჩერდა...
ეს მე ვარ შვილო! - უთხრა მამა.
შენ შვილი ხარ ჩემი! - უთხრა მაცხოვარმა.
გაგწირე შვილო! - უთხრა მამამ.
ჩემთვის მსხვერპლი ხარ! - უთხრა მაცხოვარმა.
გიღალატე შვილო! - უთხრა მამა.
მე შეგიფარე!- უთხრა მაცხოვარმა.
მე მოგკალი შვილო! - უთხრა მამამ.
მე გშობე! - უთხრა მაცხოვარმა.

ჩათვალე წარსული დამალო ან გაასუფთაო?
დროს ვერ მოხვეტავ, ის ნაგავი არ არის!
და ყველაფერი ამის შემდეგ გინდა სადღეგრძელო შესვა მის გარეშე?
დროს ვერ დაპატიჟებ, სტუმარი შენ ხარ დროში!

საუკუნეები.

განაწყენებულმა დროზე, ის შეჯიბრში გამოიწვიე?
დროს ვერ შეეჯიბრები, დამარცხდები!

გუშინ - მდიდარი
დღეს - მათხოვარი ხელგაშვერილი.
- გამარჯობათ.
- ვინ ბრძანდებით?
- ვერ მიცანით?
- წადი მათხოვარო აქედან, მოსცილდი ჭიშკარს.
- ერთი ცუთით ძალიან გთხოვთ. საკმაო მანძილი გამოვიარე, რომ თქვენამდე მომეღწია. ცუდათ ვარ. ერთი თხოვნა მინდა შემისრულოთ.
- კარგით, გისმენთ. - შეატყო გოგოს მშობელმა, რომ ის ადრე განსწავლული ადამიანი უნდა ყოფილიყო.
- ეს სურათი გამომართვით.
- ეს ვისი საფლავია?
- შვილიშვილს მიეცით.
- ღმერთო, თქვენ?
- კარგად ბრძანდებოდეთ. ეს სურათი დროა! მისამართს - სურათს გადმოაბრუნებთ და ნახავთ. მაპატიეთ! სიკვდილი მეჩქარება...

გიხაროდენ! დრო აქვეა - სინათლითა და სიბნელით გადაწყვეტილი...

* * *

ეპილოგი

დრო და თორმეტი გენიალური სვლა...

ჩათვალე, რომ დ რ ო დაჭკნა?
დროს ვერ მორწყავ, ის თესლი არ არის!
ჩათვალე, დრო მხარზე გადაიკიდე და მზად ხარ გადააგდო?
დროს ვერ მოისვრი, მასზე უფლის ტახტი დგას!
ჩათვლე, დრო უკვე შენია?
დროს ვერ იხმობ, რადგან უბრალოდ გაგეპარება!
ჩათვალე, დროს ესაუბრები?
დროს ვერ გაესაუბრები, ის განსაკუთრებულ ენას ფლობს!
ჩათვალე, დრო შეგიძლია დაადანაშაულო, მორიგი რისკისას?
დროს ვერ დაადანაშაულებ, ის ადამიანის ფიქრებს მიღმაა!
ჩათვალე, დროს გაასწარი?
დროს ვერ გაასწრებ, ის შენი ფეხის ხმას მიჰყვება!
ჩათვალე, დრო შენ შეჰქმენი და ახალი ეპოქა შენით იწყება?
დროს ვერ შექმნი, ის თავად გაყალიბებს!
ჩათვალე, დრო გაასხვისო და განჰკარგო?
დროს ვერ გასცემ, ის შენი საკუთრება არ არს!
ჩათვალე, დროს გამოემშვიდობო და გაცილება მოუწყო?
დროს ვერ გააცილებ, მანამდე შენ გაგაცილებენ!
ჩათვალე დროს ებრძოლო?
დროს ვერ შეებრძოლები, მას შენგან თავის დასაცავი არაფერი სჭირს!
დროს ვერ შეებრძოლები, მას ჯარი არ ჰყავს!
ჩათვალე, დროს მოსთხოვო?
დროს ვერ მოსთხოვ, ის შენგან ითხოვს!
ჩათვალე წარსული დამალო ან გაასუფთაო?
დროს ვერ მოხვეტავ, ის ნაგავი არ არის!
და ყველაფერი ამის შემდეგ გინდა სადღეგრძელო შესვა მის გარეშე?
დროს ვერ დაპატიჟებ, სტუმარი შენ ხარ დროში!
განაწყენებულმა დროზე, ის შეჯიბრში გამოიწვიე?
დროს ვერ შეეჯიბრები, დამარცხდები!
გიხაროდენ! დრო აქვეა - სინათლითა და სიბნელით გადაწყვეტილი...

გწამდეთ ღმერთის!

თუ ჩემი გწამთ, ხოტბას მასხამთ?! რად დაეძებთ ჩემში წყრომას? ნუ გაიშვერთ თითს ღვთისაკენ, ის ხომ ჩემი შემქმნელია! წყრომა თქვენში მოთუხთუხე, სულს ვერასდროს დაგიამებთ... სულში გამჯდარ ნაიარევს, ისევ დროით დაიამებთ! ღმერთი გწამდეთ და გიყვარდეთ, როგორც ერის მოსამართლე!
პირველკაცი ძღვნად ღვთისაგან ბოძებული... გაუფრთხილდით, დაიცავით სული მისი დაქარგული და მიიღეთ იესოსგან უანგაროდ, თვალთა მისგან წამოსული, ჭეშმარიტი სიყვარული!

9 ივლისი 2009 წელი