Litclub.ge

უმოქმედობა
კარის ზღურბლთან გაყინული ტერფები...
მთავრის ცივთბილიანი მზერა დასიცხულ ქართულ მიწას...
მოთამაშე სახელმწიფო დაჩაგრულ მოქალაქეებს: - ლოდინი, იმედი, მომავალი!
კარები მიიხურა სახელმწიფომ...
სად დავკარგე მამული?
ტირანი მე ვარ, შენ არა?!
სინჯებად ნაგროვები მიწის გუნდები...
ლაბორატორია...
მოდ-ი(ნ)ფიცირებული თესლი ქართულ მიწაში...
მილიონები... იყვნენ ადრე ადამიანები, რომლებიც მილიონებს მარხავდნენ მიწაში...
ყურები გიგანტურ ტაფებად ექცათ...
ფუნქცია დაკარგული მოქალაქე!
ცარიელ ქვევრებად ქცეული მუცლები...
„ჩამძახე! მე ამოგძახებ!“
„მიდი ჩამძახე მე შენ გეუბნები!“
„მინდა ამოგძახო!“
გარეთ მთვარის ცივთბილიანი მზერა ითვლიდა დაღებულ პირებს, ისმენდა „ტაფა-ქვევრთა“ უმეცარ მუდარას. დაფანტულ უგუნურებას ზღვის ნაპირსამაგრ სამასალედ იყენებენ!
მერყევი გამოდგა ზღვის ნაპირი!
ფართოდ დაბჩენილი პირები დაკავდნენ პირღებინებით!
კიდევ ერთი „დიდი“  რვიანი?!
ჰოდა დავრჩი სახლში!
 
 
 29 მარტი 2011 წელი