Litclub.ge

*** "ათასგან ვიყავ"
ათასგან ვიყავ,
ცხენი ათას ღობეს მივაბი,
დავტოვე ყველგან
ჩემეული თითო ნიღაბი,
ზოგგან ვაჟკაცის,
ზოგგან ლოთის
და ზოგგან ლაჩრის,
ხოლო მე თვითონ
ყველასათვის უცნობი დავრჩი.