Litclub.ge

*** "ღამე მშვიდობის"
– ღამე მშვიდობის! – მითხარ და წადი,
–ღამე ნებისა! – მეც ჩუმად გითხარ,
ხეც თითქოს შეკრთა, შეირხა დარდით,
მე იმ ხის ძირას ვიდექი დიდხანს,
მერე წინ წავდგი ნაბიჯი წყნარად
(დედისთვის ძილი დაეფრთხო ლოდინს)
და შინისაკენ მე შენი `არა~
მხრებით მიმქონდა ვით მძიმე ლოდი.