Litclub.ge

რა იქნებოდა
სიცოცხლე მიყვარს, არც სიკვდილს ვუფრთხი _
და პასუხს ჩემი გული იძლევა,
მიწა ქართული, სისხლით ნაკურთხი,
რომ არ მიყვარდეს, არ შეიძლება.
შევყურებ მთვარეს, დავდივარ, მიკვირს,
ვით არ გადადნეს ოცნება ლექსად,
საქართველოში ნატრობენ სიკვდილს,
რომ ჩვენი მიწის სურნელი შესვან.
თბილია მისი ბალახის ჩეროც,
მისი მზის ცეცხლიც, ქართა ანცობაც,
შენ რომ არ იყო, მამულო ჩემო,
რა იქნებოდა ჩემი კაცობა?!