კოტე მესხის თექვსმეტი,
ძველისძველი ჭიშკარი,
საკეტს ფუჭად ვეძებდი,
მივხვდი, – უცხო ვიყავი.
საწყენია, – მეწყინა,
ვეღარ მიცნეს უბნელი,
ვერც ეზოში შევდივარ,
ვეღარც უკან ვბრუნდები.
...
ვდგავარ გაორებული
მონატრების ამარა
ჭიშკრის იქით ბავშვი და
ჭიშკრის აქეთ – ჭაღარა.