Litclub.ge

ოუ, ნანა
ოუ, ნანა, ნანაია, დილავოი ნანინა,
ამ ჰანგებმა სატრფოსათვის ვარდი მიმატანინა,
მოსისხლესთვის ჭრილობები მევე მომაბანინა,
ოუ, ნანა, ნანაია, დილავოი ნანინა.
შენი ხმები სადაც მტკივა, იქვე უნდა გავფინო,
მაფშალიას მოტივებო, თქვანი გოლუაფირო.
შენი ხმები, შორს რომ ვიყავ, იქიდანაც მესმოდა
და უშენოდ ჩემი გული ჩონგურივით კვნესოდა.
ოუ, ნანა, ნანაია, დილავოი ნანინა,
შენს ჰანგებთან მიმასვენა, არაფერი არ მინდა,
ეი, ჯიმა, სიჭაბუკე რა უეცრად გაფრინდა
და ტყის მაფა მეფერება ოდიშური ზღაპრიდან.
მიყვარს ჩელა, ოჩეშხვეიც, ძაბრალეც და არირაც,
მაგრამ ჩემთვის სულ სხვა არის, დილავოი ნანინა,
ხობისწყალო, ჩხოუშიავ, ანაკლიის ნაპირო,
უთქვენობით როგორ გავძლო, თქვანი გოლუაფირო.
თქვენს კალთაში იბადება საოცარი ჰანგები,
ალბათ ხელი ურევია ამ სიმღერებს განგების,
თოლსინთელევ, ნეტავ შენთვის ფეხი დამაბანინა,
ოუ, ნანა, ნანაია, დილავოი ნანინა.