Litclub.ge

მორევი
ნაწვიმარია ისევ გზაწვრილი,
ცრემლი აფრქვია ტოტმაც, ცვრიანმა,
ჭირის სალამურს უკრავს ყმაწვილი,
მაგრამ წიქარამ დაიგვიანა.
ორჯერ დაღამდა, ორჯერ იალა,
წუხს სალამური მთელი ორი დღე,
მაგრამ წიქარამ დაიგვიანა,
ვაითუ, სულაც ვეღარ მოვიდეს!
ავად ფუთფუთებს შავი მორევი...
საით უბიძგებს ობოლს მაცილი?
გზის გასაყარზე თრთიან წნორები,
ცა იქუფრება ბერიკაცივით.