Litclub.ge

იმ ტკივილს
თითქოს მიწიდან ამოიზარდა...
მოდის ბოხვერა ტყუპი ბოკვრებით;
მან ხომ არ იცის, როგორ გიყვარდა
და ვერც გაიგებს, ისე მოკვდები.
წავლენ... იმ ტკივილს აედევნები,
რაც არსად გითქვამს, არც გიწერია...
თოვს აკაციის თეთრი მტევნები
და ცას, შორეულს, ატმის ფერი აქვს.
ცისკენ მიდიან ვერის ქუჩები
თეთრი დილებით, ბაცი მინდვრებით...
ბინდში ძველ ნაღველს შეეყუჟები
და უნუგეშოდ აქვითინდები.