Litclub.ge
ქავ-ციხევ
ქავ-ციხევ, ცაში აწვდილო,
ალმოდებულო ხმალივით,
იქვე წინაპრის აჩრდილო,
შეგხედავ, ჟრჟოლა დამივლის.
წითლად მზე დაგდის ზეცითა,
თუ მხარი გადაგეფლითა?
შენ, ჩემო სულის ნაწილო,
ნაწვიმო ელვის შხეფითა...
ზედ მობოინე არწივო,
ნაღველ დამიფრთხე ყეფითა.