Litclub.ge

*** "ოთახში ტბები დადგა სიწყნარის"
ოთახში ტბები დადგა სიწყნარის,
ფიქრი საგნებზე უფლობს,
ახლა სიკვდილზე მეტია უფრო
ის, რაც ვიგრძენი და შევიცანი.
თუმც გადამთვრალი მკაცრი ბადრაგი
თვალამღვრეული მზვაობს,
სარკმლიდან ვხედავ, ჩანს სასაფლაო –
ჩემი მუდმივი ძვალშესალაგი.