კიდევ კარგი რომ ვიყავ მანამდე
და მოგონებაც ღვივის სიმწვანედ...
ძინავს ცოლს, კედლებს, ტორშერს, კარადებს,
არ გვეძინება მე და სიწყნარეს.
გარეთ ქარები თოვლს ახვავებენ,
ფიქრი წარსულის ძერწავს სურათებს,
თორემ რა დალევს ამ გრძელ ღამეებს,
თორემ რა გასტანს გაზაფხულამდე.