Litclub.ge

*** "ათენებს მამალი ღამეს ჯიუტად"
ათენებს მამალი ღამეს ჯიუტად,
მამლის ყელიდან დილა მოძვრება,
ფიქრი უძილობით გამიტყიურდა,
ნაზიარები ლოთების მოძღვრებას.
ქარი აჭრიალებს ჩემს ოდას ბებერს,
ლამის გადახადოს თავს ძველი ყავარი,
ახლა არაფრის უმდიდრეს მეფეს
მწამს, არაფერზე ფიქრია მთავარი.