Litclub.ge

*** "დედაჩემივით დაღლილი არი"
დედაჩემივით დაღლილი არი
ჩემი წანწალი და ხეტიალი,
ორმოცდაშვიდი წლის გავხდი უკვე
და არ ვყოფილვარ წამიც ჭკვიანი.
ვიყავი რადგან მარტო კეთილი,
მარტო სიმღერა და საგლოვარი
და საფიჩხიის ზეცა რო არი
მისი შუქით ვარ თვალგაპენტილი.
ვისმენ ქარების საშიშ ხავილსაც...
ჩემი ცხოვრება დარდს ვზეზეულობ,
სხეულზე სული როგორ ავიხსნა
და როგორ დავთმო ის უსხეულოდ,
თუმც ვხედავ უკვე მიახლოვდება
ხმა საშიშარი ტყეთა უღრანთა...
აცივდა, მალე ჩამოთოვდება
და მიიტყუებს ზღაპარს ბუხართან.