Litclub.ge

არაგველებს გავაღვიძებ
გაზაფხულდა მზე და სიო
ოქროსფერი ყაისნაღით
დაჰქრის, ამბობს
ლექსი ვთქვიო
ამოქარგა
მინდორ-ბაღი,
საინგილოვ, ჩემო დებო
აქ შევხარი,
ტოლებს, სწორებს
მზეა ყველგან
და მტრედებმა
უღრუბლო ცას გადუქროლეს...
დავალ, დამდევს ჩემი ლექსი,
როგორც წვიმა,
როგორც ბედი,
გაზაფხულის სიტკბო შევსვი,
მესმის სუნთქვა,
თეთრი გედის!
ყოჩივარდა გადავკინძე,
მივიტანე თრთოლვით გულთან,
არაგველებს გავაღვიძებ
წამოდექით გაზაფხულდა!