Litclub.ge
ილიას
შესძლებოდათ მოგვიკლავდნენ საქართველოს,
ჩაგვიქრობდნენ ამ მცინარე მზესა,
ნატყვიარი ისე უნდა გაიმრთელო,
რომ მოსისხლეს არ ასმინო კვნესა.
არ ვიცრემლეთ, რომ მტერს მეტად არ ეხარა,
ჭირსა შიგან გამაგრება ვიცით.
სიმწრით მაშინ თვალები რომ დაგვეთხარა,
შურს ვიძევთო, ვის დაედო ფიცი,
ვის ეჭვრიტა ჩვენი მიწის დიდი მუხა,
ვის ეყვირა,
მუხა,
მუხად რჩება.
ვის ესმინა. გულმა როგორ დაიქუხა:
როცა უთხრეს ნიჭსა ქათულს ქება.
ვის დაეწვა საბუდარი
ვის დაეწვა,
ჩვენი მიწის,
ქართულ მიწის მტერთა,
ვის დაეცვა შიშველ მკერდით,
ვის დაეცვა,
საქართველოს ერთა.
ახლაც გვტკივა,
ახლაც გვეწვის,
ვერ შეხორცდა
ნატყვიარი,
ნამეხარი შუბლი,
დაეცა და საქართველო შებარბაცდა,
ქართველებმა არ ვიცოდით შუღლი.
შესძლებოდათ, მოგვიკლავდნენ საქართველოს,
ჩაგვიქრობდნენ
მთვარესაც
და მზესაც,
ნახმლევები ისე უნდა გაიმრთელო,
რომ მოსისხლეს არ ასმინო კვნესა.