Litclub.ge
აჭარას
ქარმა მთებს ღრუბლები გაჰყარა,
მზეს ხევში ჩამოხსნეს პირბადე,
ნადიმზე გვპატიჟებს აჭარა,
წავიდეთ, კარგო თუ გიყვარდე.
ჯიხვები მომდგარან კლდის ქიმზე,
ზღვის გუგუნს უსმენენ დღე–ღამე,
რაო? თქვი ვის ელი, პირიმზევ,
ტრფიალით შენც ხომ არ ეწამე?
მიუშვი,
ნუ უჭერ ავშარას,
გაფრინდნენ ეს ჩვენი რაშები.
ვეწვიოთ საყვარელ აჭარას,
ტალღები შემოგვხვდნენ რაშებით.