Litclub.ge

*** "თუკი ამ ქვეყნად"
თუკი ამ ქვეყნად
შეიძლება რომ იყოს შური,
მე მშურს მხოლოდ კალატოზების:
თან მუშაობენ _
აკეთებენ თავის საქმეს
წყნარად და დინჯად _
და თან ნელ-ნელა
ცისკენ მიდიან.