Litclub.ge
*** "მართლა თუ სჯერად ამ ასტრონომებს"
მართლა თუ სჯერათ ამ ასტრონომებს,
რომ თავიანთ ტელესკოპებში ვარსკვლავს
ჰხედავენ?
ჭრიჭინებით სავსე ბულულზე
თუ არ წევხარ ზაფხულის ღამით
და არ იგონებ
შენს სახეზე
ქალის თმების პირველ შეხებას,
განა ვარსკვლავს
ვარსკვლავი
ჰქვია?