Litclub.ge

*** "როგორც მაისის წვიმების შემდეგ"
როგორც მაისის წვიმების Eშემდეგ
განბანილ ფოთლებს
დაადგება უცხო სინათლე,
მზისა და ჩუმი სინარნარისა,
ისე ცრემლებით სავსე უბის
ჩამოცლის შემდეგ,
თითქოს ვბავშვდები და დაკარგულ
სიწრფელეს ჩემსას ისევ ვიბრუნებ,
საუფლო ჩემი კვლავაც მაღლდება.