შავი ნაბდებით, ცხენის ხაზებით,ძმა ყაზახები:
ისროდნენ ველებს, ისროდნენდონს... და ვოლგის ნაპირებს...
და ურალები გაჭინთული პარალელიგრძელ ყაზარმების,
იყო მახნოელთ გადამყოფი როგორცბოგირი.
ისლების მინდვრებს, გაყვითლებულს ჩალის შრიფტივით...
ადგენ სოფლები. მარხილებიბამბის გლეხების.
მოწყდა ციმბირი, ტივებივითგაყვა მახნოებს
და რქის მოზვრებით ის გაიქცაროგორც ბეღელი.
და ნაკვალევზე გარბენილი,ცხენებთ ტორებით...
მეკობრეებსაც აგონდებათგაქცეული შორი რაზინი.
რამდენი ზეცა გადაყლაპა დონმა უკბილომ,
რამდენი გემი მან დაღუპა გლეხის როზგივით.