Litclub.ge
მკითხველი
კონსტანტინე ლორთქიფანიძეს
გუშინ ერთისგან ვინათხოვე "რილკე" და "პრუსტი"
და იმნაირი სიხარულით გამოვიტანე,
თითქოს ციხიდან დავიხსენი ორი წმინდანი,
ხვალ და ზეგ
ისევ საპყრობილე
რომელთაც უცდის...